ავტორი:

"დედა სისასტიკით გამოირჩეოდა, ისე ექცეოდა, თითქოს..." - ოთხი ქორწინება, ბრძოლა მძიმე სენთან და უდიდესი ტრაგედია: შინეიდ ო'კონორის დრამატული ცხოვრება

"დედა სისასტიკით გამოირჩეოდა, ისე ექცეოდა, თითქოს..." - ოთხი ქორწინება, ბრძოლა მძიმე სენთან და უდიდესი ტრაგედია: შინეიდ ო'კონორის დრამატული ცხოვრება

უცხოური მედიის ცნობით, ირლანდიელი მომღერალი შინეიდ ო’კონორი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა.

"დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი საყვარელი შინეიდი. მისი ოჯახი და მეგობრები ძალიან დამწუხრებულები არიან“, - ვკითხულობთ მუსიკოსის ოჯახის ოფიციალურ განცხადებაში.

2018 წლიდან, მას შემდეგ, რაც მომღერალმა ისლამი მიიღო და სარწმუნოება შეიცვალა, საკუთარ თავს შუხადა სადაკატის სახელით მოიხსენიებდა. მომღერალი ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავდა, რომ საკმაოდ დიდი ხანი ებრძოდა დეპრესიას. 2022 წელს მუსიკოსის ცხოვრებაში დიდი ტრაგედია მოხდა, შინეიდის 17 წლის ვაჟმა - შეინმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს ტრაგედია დიდი დარტყმა აღმოჩნდა მუსიკოსისთვის...

ირლანდიელმა მომღერალმა უდიდეს წარმატებას 1990-იან წლებში, კომპოზიციით Nothing Compares 2U მიაღწია. სიმღერის ვიდეორგოლი youtube-ზე მაყურებელმა 400 მილიონზე მეტჯერ ნახა. ო’კონორმა, საერთო ჯამში, 10 ალბომი გამოუშვა.

თავგადაპარსულმა, საუცხოო ვიზუალისა და შესრულების სტილის მქონე შინეიდმა 1990-იან წლებში მსმენელს ყველაზე განსხვავებული და საინტერესო კომპოზიცია შესთავაზა, რომლითაც მან მაშინდელ პოპ-მომღერლებს უდიდესი კონკურენცია გაუწია.

"მისი მუსიკა მთელ მსოფლიოში უყვარდათ, მისი ნიჭი კი შეუდარებელია“, - დაწერა ირლანდიის პრემიერმა ლეო ვარადკარმა "ტვიტერის“ გვერდზე, რომელმაც საზოგადოებას მუსიკოსის გარდაცვალება მიუსამძიმრა...განაგრძეთ კითხვა