ავტორი:

სილქნეტი წარმოგიდგენთ National Geographic საქართველოს პოდკასტების სერიას

სილქნეტი წარმოგიდგენთ National Geographic საქართველოს პოდკასტების სერიას

National Geographic საქართველო 10 წელზე მეტია, კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით, მკითხველს ქართულ ენაზე აცნობს მსოფლიოში მიმდინარე არქეოლოგიურ, სამეცნიერო, სოციალურ თემატიკას, სამყაროს ყველა მნიშვნელოვან მოვლენას, იმ სიახლეებს, რომლებიც მეცნიერებასა თუ ბუნებაშია აქტუალური. ჟურნალისთვის ქართველი ავტორებიც უნიკალურ მასალებს ქმნიან, რომელიც ხელმისაწვდომია, როგორც ნაბეჭდი სახით, ისე აუდიო ვერსიებით.

სილქნეტთან ერთად, რედაქციამ, სხვადასხვა დროს, ჟურნალში გამოქვეყნებული საავტორო სტატიების აუდიო ვერსიები სილქ-პლატფორმებზე განათავსა. მსურველს შეუძლია მოუსმინოს უნიკალურ მასალებს SilkTV-ის, აპლიკაცია SilkGo-ს და ვებ SilkTV.ge ვიდეოთეკის განყოფილებაში სრულიად უფასოდ. პროექტში ცნობილი ქართველი მსახიობები არიან ჩართულები. მათ მიერ საინტერესოდ გადმოცემული აქტუალური სტატიები, დაინტერესებულ მსმენელს საშუალებას აძლევს მისთვის სასურველ დროს, ნებისმიერი მოწყობილობით, აკადემიურ კვლევებს, ანალიზს და საქართველოში მიმდინარე სამეცნიერო ექსპედიციებს გაეცნოს.

ამ ეტაპზე კატალოგში შესულია ქართველი ანთროპოლოგის და არქეოლოგის, მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის დავით ლორთქიფანიძის სტატიები, რომელსაც თავად ავტორი კითხულობს: „იბერიელი დიდგვაროვნის ქარქაში“; „ქართული ბონი“; „თამარ მეფის ორდენი“; „მაიმუნის სამიზნე“; „ოქროს ლომი კახეთიდან“; „პირველი ოლიმპიური მედალი ჭიდაობაში“; „თრიალეთის ვერცხლის თასი“; ასევე, წარმოდგენილია თამარ ბაღაშვილის სტატია „ზღაპარი - აქვს თუ არა მას სქესი“, რომელსაც მსახიობი ანა ნიკოლაშვილი გააცნობს მსმენელს; სოფო აფციაურის „ხევსურეთს“ - მსახიობი გიორგი ნაკაშიძე; სტატიას „უკანასკნელი საბუდარი“ - ნიკა წერედიანი; ჟურნალისტიკაში „ევროკავშირის პრიზის” ქართველი გამარჯვებულის, გიორგი გოგუას უნიკალურ მასალას „გზაზე“ - დავით ბერაძე; მსახიობი თინა ლაღიძე გაგვაცნობს: პოლ სალოპეკის „რა არის გენია“; ირაკლი ფიფიას „ქართული ფუტკრის ამბავი“ და „ჯიბის საათის ასწლიანი ემიგრაცია“ .

პროექტი „აუდიო ვერსიები“ ხელმისაწვდომია სტრიმიგ პლატფორმაზე soundcloud-ზე.

პოდკასტები ეტაპობრივად ემატება ვიდეოთეკას და National Geographic საქართველო, კომპანია სილქნეტთან თანამშრომლობით, მდიდარ შემეცნებით კატალოგს ქმნის.

R