ავტორი:

"დავუშვათ, რაღაც ეტაპზე რუსეთმა ფინანსური მხარდაჭერა ვერ გაგვიწიოს, რა უნდა გავაკეთოთ?" - ასლან ბჟანია სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემაზე

"დავუშვათ, რაღაც ეტაპზე რუსეთმა ფინანსური მხარდაჭერა ვერ გაგვიწიოს, რა უნდა გავაკეთოთ?" - ასლან ბჟანია სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემაზე

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "პრეზიდენტის“, ასლან ბჟანიას განცხადებით, აფხაზეთში აპარტ-სასტუმროებისა და აპარტამენტების მშენებლობა მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება აფხაზეთის ეკონომიკური სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის და დადებით როლს ითამაშებს ისეთი მსხვილი პროექტების განხორციელებაში, როგორიცაა აეროპორტის რეკონსტრუქცია და ქვეყნის გაზიფიცირება.

მისი თქმით, აუცილებელია შესაბამისი ე.წ. "კანონპროექტის“ დეტალური შესწავლა შესაძლო რისკების შესამცირებლად და სხვა ქვეყნების პოზიტიური გამოცდილების გაზიარება.

ამასთან, მისი თქმით, არ უნდა მოხდეს ეკონომიკური საკითხების პოლიტიზირება.

ბჟანიამ ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთს აქვს პოტენციალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის მუშაობს. მისი აზრით, არსებობს რისკები, რომ ეს პოტენციალი გამოუყენებელი დარჩეს. ბჟანია უმთავრეს ამოცანად აფხაზეთის ეკონომიკური სუვერენიტეტის გაზრდის აუცილებლობას მიიჩნევს.

"ყველამ ვიცით, რომ ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების, ზოგიერთი სახელმწიფო თანამშრომლის ხელფასს აფინანსებს რუსეთი, რომელიც აწარმოებს ძალიან რთულ ომს, რომლის ერთი დღე 500 მილიონი დოლარი ჯდება, რომ აღარაფერი ვთქვათ ასობით და ათასობით დაღუპულზე. დავუშვათ, რომ რაღაც ეტაპზე რუსეთის ფედერაციამ ვერ გაგვიწიოს ფინანსური მხარდაჭერა და რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში?“- აღნიშნა ბჟანიამ.

მისივე თქმით, შეიძლება ისე მოხდეს, ძალოვანმა სტრუქტურებმა ნორმალურად ვეღარ იფუნქციონირონ, რამდენადაც ორი ათას რუბლზე მუშაობას ბევრი არ დათანხმდება.

“არავის ვაშინებ, თუმცა, თუ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, ეკონომიკური შინაარსით უნდა იყოს სავსე. განვითარების მთავარი ვექტორი ეს ტურიზმია, ამიტომაც სასტუმროების მშენებლობა კარგია, მაგრამ ისინი 30-40-ჯერ მეტი უნდა იყოს”, - აღნიშნა ბჟანიამ.

ასევე იხილეთ: