ავტორი:

ილონ მასკი და გრაიმსი იტალიიის მდიდრულ სასტუმროში ერთად "გამოიჭირეს" - რა ფოტოებს ავრცელებს მედია?

ილონ მასკი და გრაიმსი იტალიიის მდიდრულ სასტუმროში ერთად "გამოიჭირეს" - რა ფოტოებს ავრცელებს მედია?

ილონ მასკის და კანადელი მომღერლის, გრაიმსის შერიგების შესახებ ჭორები ვრცელდება. წყვილი ამჟამად იტალიაშია და შვილებთან ერთად ისვენებს. გრაიმსს ფოტოები პაპარაცებმა მაშინ გადაუღეს, როცა მისი და მილიარდერის 3 წლის ვაჟთან ერთად ქუჩაში სეირნობდა. ბიჭუნას მშობლები მოფერებით X-ს ეძახიან, თუმცა მისი სრული სახელი X Æ A-XII-ია.

იმ დროს, როცა გრაიმსი შვილს ასეირნებდა, 52 წლის მასკი თავის უფროს ვაჟთან, 17 წლის საქსონთან ერთად სადილობდა, რომელიც მას ჯასტინ უილსონისგან შეეძინა. მიუხედავად იმისა, რომ მასკი და გრაიმსი ჟურნალისტებმა ერთად ვერ "გამოიჭირეს", წყარომ Daily Mail-თან განაცხადა, რომ ყოფილი ცოლ-ქმარი ერთსა და იმავე მდიდრულ სასტუმროში ისვენებს.

გრაიმსი და მასკი ერთმანეთს 2018 წლიდან ხვდებოდნენ. მათ ორი წლის შემდეგ პირველი შვილი, X შეეძინათ. მიუხედავად ამისა, ისინი 2022 წლის მარტში დაშორდნენ, სულ რამდენიმე თვის შემდეგ, რაც მათ სუროგატის მეშვეობით გოგონა, EXA შეეძინათ. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასკს ექსას გაჩენამდე ცოტა ხნით ადრე, შივონ ზილისთან ფარულად შეეძინა ტყუპი შვილი. მასკს ახლა 10 შვილი ჰყავს სამი სხვადასხვა ქალისგან.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა