ავტორი:

სკანდალები და გადატანილი ინსულტი - როგორ ცხოვრობს და როგორ გამოიყურება ახლა ერთ დროს პოპულარული "ველური კატა"

სკანდალები და გადატანილი ინსულტი - როგორ ცხოვრობს და როგორ გამოიყურება ახლა ერთ დროს პოპულარული "ველური კატა"

სერიალების მოყვარულ ქართველებს აუცილებლად ემახსოვრებათ მექსიკური ტელენოველა "ველური კატა,“ რომლის მთავარმა გმირმაც მაყურებლის გული ადვილად მოიგო.

მშვენიერი მარლენ ფაველა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი სწორედ ამ როლით გახდა, დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას და არაჩვეულებრივად გამოიყურება.

  • ბიოგრაფიული ცნობები

სილვია მარლენ ფაველა მერასი 1976 წლის 5 აგვისტოს მექსიკის პატარა ქალაქ სანტიაგო პაპასჩიაროში დაიბადა. მომხიბვლელი გოგონა ბავშვობიდანვე დიდ სცენაზე და დიდებაზე ოცნებობდა. მომავალი მსახიობი მიზნის მისაღწევად, სკოლის დამთავრების შემდეგ, დედაქალაქში გადავიდა და ბედის ძიება დაიწყო. ოჯახში თქვა, რომ მეხიკოში სამართლის შესასწავლად მიდიოდა, მაგრამ დედაქალაქში ჩასვლისთანავე დაივიწყა ადვოკატობის იდეა, როდესაც შემთხვევით პროდიუსერს შეხვდა, რომელმაც სამოდელო კარიერა შესთავაზა.

ხუთი წლის განმავლობაში გოგონა მოდელად მუშაობდა, საოცნებო დიდება კი არ ჩანდა. ერთ დღეს "ტელევიზას“ სტუდიის წარმომადგენლებმა შენიშნეს და სტიპენდია დაუნიშნეს, რომლის საშუალებითაც სამსახიობო ხელოვნების შესწავლას შეძლებდა. განათლების მიღების შემდეგაც ლამაზმანს ვერავინ ამჩნევდა, გოგონამ მხოლოდ ეპიზოდური როლების მიღება შეძლო და ეს ძალიან დიდხანს გაგრძელდა. მარლენ ფაველამ დაახლოებით შვიდი წელი დაუთმო სერიალებში მეორეხარისხოვანი გმირების თამაშს, თუმცა ოცნებამდე მისასვლელმა რთულმა გზამ ვერ გატეხა, ჯიუტად სჯეროდა რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ ჰქონდა.

  • დაგვიანებული წარმატება

საბოლოოდ, იღბალმა 2002 წელს გაუღიმა, როდესაც 26 წლის ასაკში სერიალში "ველური კატა“ მიიწვიეს. გოგონას უნდა ეთამაშა მთავარი გმირი - როზაურა რიოსი, გულუბრყვილო ღარიბი ლამაზმანი, რომელმაც დედა დაკარგა და ალკოჰოლიკ მამასთან ერთად ქოხში ცხოვრობდა, მდიდარი ოჯახის ზღაპრული რანჩოდან არცთუ ისე შორს.

ერთ მშვენიერ დღეს ელიტარული ოჯახის შთამომავალს (ამ როლს ცნობილი მსახიობი მარიო ჩიმარო თამაშობდა) და ღარიბ ლამაზმანს ერთმანეთი შეუყვარდებათ.

აქამდე ნაკლებად ცნობილი მსახიობი მარლენ ფაველა პროექტის მთავარი გმირი გახდა. "ველურმა კატამ“ ქალს პოპულარობა მოუტანა.

"პირველი მთავარი როლის მიღება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, როდესაც სერიალის სახე გავხდი. მაშინ უკვე რამდენიმე როლი მქონდა ნათამაშები, მაგრამ არც ერთმა არ მომცა საშუალება, თავი კმაყოფილად მეგრძნო. სერიალში "სიყვარულში და სიძულვილში" ვითამაშე სეზარ ევორასთან ერთად. გადაღებების დროს მაიამიდან დამირეკეს - მითხრეს, რომ როზაურას როლი მივიღე. ძალიან გამიხარდა, ვერ ვიჯერებდი! "ველურ კატაზე“ მუშაობისას ყველაზე ბედნიერი ვიყავი და ვერც კი შევამჩნიე ისინი, ვისაც ჩემი არ სჯეროდა. ეს უდავოდ ყველაზე მნიშვნელოვანი როლია ჩემს ცხოვრებაში“, - ამბობს მსახიობი.

მას შემდეგ, რაც სატელევიზიო ვარსკვლავი გახდა, მარლენს აღარ აწუხებდა მთავარი როლების ნაკლებობა. განსაკუთრებით წარმატებული და პოპულარული იყო ესმერალდას როლი, ლეგენდარული შურისმაძიებლის მამაცი კომპანიონი სერიალში Zorro: The Sword and the Rose (2007 წელი).

  • სამშობლოსგან შორს

2012 წელს, 36 წლის ასაკში, ამერიკული სატელევიზიო სერიალ The Face of Vengeance-ში მთავარი როლი მიიღო. სერიალი მოგვითხრობს, თუ როგორია დაიწყო ახალი ცხოვრება პატიმრობის შემდეგ, როდესაც წარსულის აჩრდილები ისევ ერევიან ცხოვრებაში.

ამერიკულ ტელევიზიაში მიღწეული წარმატების შემდეგ, მსახიობი საცხოვრებლად გადავიდა და დასახლდა შეერთებულ შტატებში. "მაიამიში მშვენიერი ცხოვრება მაქვს. აქაურობა ძალიან ლამაზია. რა თქმა უნდა, მენატრება მეგობრები, მექსიკური საჭმელი, მაგრამ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში", - აღიარებს მარლენი.

  • ავადმყოფობა და გამოჯანმრთელება

2012 წლის 27 ივლისს მარლენ ფაველას ცხოვრებაში ურთულესი აღმოჩნდა - მსახიობს ინსულტი დაემართა.

მაიამიში, საკუთარ სახლში იყო, როდესაც მოულოდნელად ხელებში ჩხვლეტა, გულისრევა და თავბრუსხვევა იგრძნო. ქალი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მარლენს ეგონა, რომ ზღვის პროდუქტებით მოიწამლა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ინსულტი დაემართა.

საავადმყოფოში მსახიობს ოპერაცია ჩაუტარდა. საბედნიეროდ, ის სრულად გამოჯანმრთელდა და კინოში დაბრუნდა. დღემდე აქტიურ მსახიობად რჩება.

  • პირადი ცხოვრება

მარლენის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები მისი მშობლები, სილვია მერასი და ფელიპე ფაველა, ძმები და ქალიშვილია.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, 2009-2010 წლამდე მოკრივე ხორხე კამაჩის ხვდებოდა. 2012 წელს კი სასიყვარული ურთიერთობა გააბა მოდელ გაი დავიდიანთან, რომელიც ისრაელიდან გახლდათ. 2017 წელს კი ავსტრალიელ ბიზნესმენ ჯორჯ სილიზე დაქორწინდა. 2019 წელს წყვილს საერთო ქალიშვილი, ბელა სილი შეეძინა.

ისინი ერთმანეთს 2020 წელს, პანდემიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დაშორდნენ. სამი წლის შემდეგ, ფაველამ აღიარა, რომ ბედნიერია მას შემდეგ, რაც ქმარს დაშორდა, რადგან შვილისთვის მეტი დრო რჩება. მსახიობის თქმით, ის არცერთი წუთი არ ნანობს ოჯახის დანგრევას. მარლენ ფაველა ამბობს, რომ ახლა მარტოობით ტკბება და არ გამორიცხავს, რომ მომავალშi კვლავ იპოვოს ახალი სიყვარული.

"ბელა რომ გაიზრდება, მეც მინდა ვიცხოვრო ჩემი ცხოვრებით და თუ სიყვარული მოვა, მივესალმები. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ ერთად. თუ არ მოვა ახალი სიყვარული ჩემს ცხოვრებაში, ბელასთან ერთად გავაგრძელებ ცხოვრებას“, - ამბობს "ველური კატა".