საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს ფოტოს და წერს, რომ ბათუმში უნდა აშენებულიყო სწორედ ისეთი ტერმინალი, როგორიც სურათზეა აღბეჭდლი. სააკაშვილის თქმით, იქ ძირითადად ამერიკელი ტურისტები უნდა შემოსულიყვნენ.
"აი, ასეთი ტერმინალის მშენებლობა შეაჩერეს ბათუმში 2012-ში. Royal Caribbean-ს ხმელთაშუა ზღვიდან ძირითადად ამერიკელი ტურისტები უნდა შემოეყვანა.ისინი დახარჯავდნენ ძალიან ბევრ ფულს და საქართველოს მთელს მსოფლიოში გაუთქვამდნენ სახელს.
ამის ნაცვლად მივიღეთ ეს სიმახინჯე, რაც გუშინ ვიხილეთ. ეს უბედურება სასწრაფოდ უნდა დავასრულოთ", - წერს მიხეილ სააკაშვილი.