ავტორი:

"არ ვთვლი, რომ რუსული პოლიტიკის გაგრძელებაა, მაგრამ ეს ნამდვილად არის ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძელება" - როგორ აფასებს ექსპერტი ღარიბაშვილისა და სი ძინპინის შეხვედრას

"არ ვთვლი, რომ რუსული პოლიტიკის გაგრძელებაა, მაგრამ ეს ნამდვილად არის ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძელება" - როგორ აფასებს ექსპერტი ღარიბაშვილისა და სი ძინპინის შეხვედრას

"ჩემთვის ისტორიული ვიზიტია, დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შედეგებისა და სიკეთეების მომტანი იქნება", - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში ვიზიტს. თავად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობაში არ შეიცვლება.

  • იმ ფონზე, როცა საერთაშორისო ასპარეზზე სიტუაცია შეცვლილია, როგორ შეაფასებენ საქართველოს პრემიერის ამ ნაბიჯებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი გვესაუბრება:

- მართლა მნიშვნელოვანი ვიზიტია და უფრო დადებითად ვაფასებ ამ ნაბიჯს, ვიდრე - უარყოფითად. თუმცა ბევრი კითხვა არსებობს, ისტორიული ვიზიტი აღმოჩნდება თუ არა, ამას დრო გვიჩვენებს, უნდა ვნახოთ. არ არის გამორიცხული, მართლაც იყოს ისტორიული ვიზიტი, მაგრამ ამასაც შეიძლება ჰქონდეს როგორც დადებითი, ასევე - უარყოფითი მხარე. ერთი რამ აშკარად ჩანს, საქართველოს ხელისუფლება მკაფოდ და ცალსახად უარყოფს დასავლურ ინსტიტუტებს, ევროატლანტიკურ ღირებულებებს. ფაქტობრივად, ფეხს ითრევს როგორც ნატოში, ასევე - ევროკავშირში შესვლაზე. ვხედავთ, ლანძღავენ და აგინებენ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით - ელჩებს. საზოგადოებაში ქმნიან უარყოფით დამოკიდებულებას ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიმართ. აშკარად ჩანს, რომ საქართველო ტრიალდება ზურგით ევროატლანტიკური ღირებულებებისკენ. მე არ ვთვლი, რომ ჩინეთში ჩასვლა რუსული პოლიტიკის გაგრძელებაა, მაგრამ ეს ნამდვილად არის ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძელება.

- ამბობთ, რომ ვშორდებით ევროატლანტიკურ გზას?

- ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, მთავარი ის არის, თუ რაზე შეთანხმდნენ მხარეები ჩინეთში. როგორც ამბობენ, ეშმაკი დეტალებში იმალება. არ იყო ანონსირებული ასეთი მაღალი დონის შეხვედრა და უცებ იგებ ამის შესახებ. არადა, მსგავსი დონის შეხვედრების შესახებ ინფორმაცია წინასწარ უნდა გავრცელდეს.

შესაძლოა, მხარეებმა განიხილეს ანაკლიის პორტიც. როცა პომპეო (აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი - რედ.) ჩამოვიდა საქართველოში, მაშინ უკვე წაგებული ჰქონდა არჩევნები ტრამპს და ძალიან მკაცრად და მკაფიოდ გაგვაფრთხილა, ანაკლიის პორტი ჩინეთის არ უნდა იყოსო. ჩემი აზრით, ერთადერთი რაც აინტერესებს ჩინეთს საქართველოში, ეს არის ანაკლია და თუ ჩვენ მას გადავეცით ეს პორტი, მაშინ გამოდის, ახალი ეპოქა იწყება და ახლა უნდა დაველოდით ამერიკის რეაქციას... წაიკითხეთ ვრცლად