ავტორი:

"როცა კარიერას ვამთავრებდი, მეგონა ცხოვრება მთავრდებოდა და ამ ყველაფრის დაძლევაში დიდი წვლილი ამ პატარამ შეიტანა" - რას წერს ლევან გორგაძე?

"როცა კარიერას ვამთავრებდი, მეგონა ცხოვრება მთავრდებოდა და ამ ყველაფრის დაძლევაში დიდი წვლილი ამ პატარამ შეიტანა" - რას წერს ლევან გორგაძე?

ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი, მეორე შვილის მამა გახდა. ლევან გორგოძე ვაჟის მამა გახდა. სპორტსმენი შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, „ჩემი ცხოვრების მეორე დიდი სიხარული და პირველი ვაჟკაცი“

ლევან გორგოძე:

- კარიერის დასრულების ბოლო დღე და ხარებას პირველი სტუმრობა სუმოს დიდ არენაზე! ჩემი ცხოვრების მეორე დიდი სიხარული და პირველი ვაჟკაცი ! მთელი ცხოვრება სპორტს დაუთმე და როცა ვამთავრებდი, მეგონა ცხოვრება მთავრდებოდა და ამ ყველაფრის დაძლევაში დიდი წვლილი შეიტანა ამ პატარა კაცმა, მადლობა ღმერთს ამ დიდი სიხარულისთვის, ყველას გიმრავლოთ შვილები.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ კარიერა დაასრულა. როგორც რამდენიმე თვის წინ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავდა, მისი ბოლოდროინდელი გამოსვლა დოჰიოზე ისეთი არაა, როგორც ნამდვილ სუმოს მებრძოლს შეშვენის და რცხვენია, როდესაც ქომაგის წინაშე ასე გამოდის. გორგაძემ თქვა, რომ ტრავმა ჯერ კიდევ აწუხებდა და ამიტომ, მარცხენა ხელს სრული დატვირთვით ვერ ხმარობდა.