ავტორი:

"რთული პერიოდი გვქონდა მე და ლიზას, რთული 9 თვე და ეს პერიოდი ერთად გავიარეთ... ლიზას არ უნდოდა, რომ მშობიარობაზე ვყოფილიყავი" - ირაკლი მაქაცარია მეუღლეზე, მამობასა და გეგმებზე

"რთული პერიოდი გვქონდა მე და ლიზას, რთული 9 თვე და ეს პერიოდი ერთად გავიარეთ...  ლიზას არ უნდოდა, რომ მშობიარობაზე ვყოფილიყავი" - ირაკლი მაქაცარია მეუღლეზე, მამობასა და გეგმებზე

38 წლის ქართველმა პროდიუსერმა ირაკლი მაქაცარიამ უკრაინულ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ჟურნალისტს დაოჯახების შემდეგ შეცვლილი ცხოვრების შესახებ უამბო. ტელეწამყვანი ივნისში პირველად გახდა მამა, პირველი შვილი 21 წლის მეუღლე ლიზა ჩიჩუასგან შეეძინა.

სლავა დიომინთან ინტერვიუში ახალბედა მამამ ისაუბრა მამობის პირველ თვეებზე, ასევე მეუღლესთან ასაკობრივ სხვაობაზე და სამომავლო გეგმებზე.

"ძალიან რთულია სიტყვებით აღწერო ის რეალური ემოციები, რასაც ვგრძნობ... მე ვესწრებოდი მშობიარობას, რთული პერიოდი გვქონდა მე და ლიზას, რთული 9 თვე ჰქონდა, ამას ტოქსიკოზი ჰქვია ხომ?

მთელი ეს პერიოდი ვცდილობდით ერთად გაგვევლო. მაგრამ რას განიცდის ქალი, რა ძნელია ფსიქოლოგიურად ეს ყველაფერი, განსაკუთრებით ისეთი ახალგაზრდა გოგონასთვის, რომელიც ახლახან იწყებს ცხოვრებას, იგრძნოს თავისი ქალურობა და შემდეგ ბავშვი, ყველა ეს პროცესი და ცვლილება საკმარისად რთულია” - ამბობს მაქაცარია და დასძენს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო ასეთ მომენტში მეუღლესთან ყოფნა.

"მთელი ეს 9 თვე ლიზას არ უნდოდა, რომ მშობიარობაზე ვყოფილიყავი, უნდოდა მასთან დედა ყოფილიყო, მე კი გარეთ დავლოდებოდი. მაგრამ ასე გამოვიდა: სამშობიაროში რომ მივედით, მალე პალატაში მივხვდით, რომ მშობიარობამდე რამდენიმე საათი იყო დარჩენილი. ჩავიცვი სამედიცინო ხალათი და მოულოდნელად აღმოვჩნდი მის პალატაში. როდესაც ლიზამ დამინახა, ჩემი წასვლის დრო აღარ იყო." - იხსენებს ის.

"ეს პროცესი უზარმაზარი სტრესია... ეს არის უმწეობის განცდა, რომელიც საბოლოოდ ბედნიერებად გარდაიქმნება... ბავშვი რომ დავინახე, ცრემლები ვერ შევიკავე“, - აღიარა მაქაცარიამ.

ახალბედა მამამ თქვა, რომ მშობიარობა დაახლოებით 10 საათს გაგრძელდა. ლიზა საავადმყოფოში შუაღამისას მიიყვანეს, დილით კი სამშობიარო სახლის ფანჯრებთან პატარა გიორგის დაბადება აღნიშნეს.

კითხვაზე, აპირებენ თუ არა მეორე შვილს, მაქაცარიამ ღიმილით უპასუხა.

ლიზამ და ირაკლიმ, ივლისში ქორწინების პირველი წლისთავი აღნიშნეს, ისინი თავიანთ შვილს ყველაზე დიდ საჩუქრად მიიჩნევენ.

"ვფიქრობ, ზოგადად, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ეს გრძნობები არაფრის მომტანი იყოს. იმიტომ, რომ ბავშვის დედის მიმართ უფრო მგრძნობიარე ხდები. როცა უყურებ, როგორ არის მუდმივად ბავშვთან 24/7, გინდა როგორმე დაეხმარო.

თუ შესაძლებელია, მხოლოდ ბავშვზე არ უნდა გავამახვილო ყურადღება. ნათელია, რომ ბავშვი არის მთავარი პიროვნება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მან, როგორც ქალმა, საკუთარი თავის მიმართ ყურადღება იგრძნოს...“ - განაცხადა ირაკლიმ.

ჟურნალისტმა ირაკლის ასაკობრივი სხვაობის შესახებ ჰკითხა. დაინტერესდა, არსებობდნენ თუ არა მაქაცარისთან დაახლოებული ადამიანები, რომლებიც აქცენტს აკეთებდნენ ასაკზე და არ ეთანხმებოდნენ მათ ურთიერთობას.

"იმედია არც ისე აშკარაა, რომ 17 წლით უფროსი ვარ, ასეთი რამ საერთოდ არ გვაქვს, რადგან თუ შენ თვითონ გაამახვილებ ყურადღებას, შეადარებ სხვა რამეებს, მაშინ ეს თემა უფრო ხშირად დადგება.“

"როდესაც ჩვენი ურთიერთობის შესახებ გამოვაცხადეთ, ამას სათაურებისთვის იყენებდა სხვადასხვა მასმედია. მაგრამ ახლობლებს შორის ეს სრულიად შეუსაბამო თემაა. ბოლოს და ბოლოს, იმდენის ხარ, რამდენიც საკუთარი თავი გგონია... საქმე შენს შინაგან კეთილდღეობაზეა.“

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ირაკლიმ და ლიზამ 1 თვის შვილი მონათლეს. ახალბედა მშობლები ფოტოებზე ვაჟის სახეს აქამდე მალავენ.

წაიკითხეთ ასევე:

”მოსახლეობის უზარმაზარი ნაწილი ზომბირებულია... ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს აქ შემოსული ხალხის ნაკადის მიმართ" - რას ამბობს ირაკლი მაქაცარია რუსებზე, უკრაინულ მედიასთან საუბრისას?