ავტორი:

ცივილიზაციას მოწყვეტილი დიდებულება: როგორ გამოიყურება უელსის ისტორიული შენობა, რომელიც ბიზნესმენმა ტურისტულ ღირშესანიშნაობად აქცია (ფოტოები)

ცივილიზაციას მოწყვეტილი დიდებულება: როგორ გამოიყურება უელსის ისტორიული შენობა, რომელიც ბიზნესმენმა ტურისტულ ღირშესანიშნაობად აქცია (ფოტოები)

დასავლეთ უელსის სანაპიროზე მდებარე ციხესიმაგრე უკვე წლებია ცივილიზაციას მოწყვეტილია. ეს დიდებული შენობა მე-19 საუკუნით თარიღდება და 1850-1852 წლებში აშენდა. იგი სამეფო საზღვაო ნავსადგურს მტრის შემოსევებისგან იცავდა.

1929 წელს შენობამ მისი ფუნქცია დაკარგა და მხოლოდ ფრინველების საცხოვრებელ ადგილად იქცა.

პირველად აუქციონზე 1932 წელს გამოჩნდა და მხოლოდ 160 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა, მაგრამ 2018 წელს მისი ფასი 400 ათას ფუნტამდე გაიზარდა.

მოგვიანებით ის ჰოლანდიელმა ბიზნესმენმა შეიძინა, რომელმაც ადგილი ტურისტულ ღირშესანიშნაობად აქცია. დღეს უკვე ყველა მსურველს შეუძლია უელსის ცოცხალ ისტორიას გაეცნოს და ისტორიული შენობის ნანგრევებში ღამე გაატაროს.