ვოლოდიმირ ზელენსკი დონბასში ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე, "ფეისბუქშია გამოქვეყნებული.
"ჩვენი დონეცკის რეგიონი და ჩვენი მეომრები, რომლებიც უახლოევდებიან იმ დღეს, როდესაც მთელი ჩვენი მიწა და ხალხი გათავისუფლდება ოკუპანტებისგან.
ყოველი ასეთი მოგზაურობა განსაკუთრებულია და ყველა ასეთი ვიზიტი მმატებს რწმენას, რომ უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.





