ავტორი:

ავტოსაგზაო შემთხვევა ხელვაჩაურში - არიან დაშავებულები, მათ შორის არასრულწლოვნები

ავტოსაგზაო შემთხვევა ხელვაჩაურში  - არიან დაშავებულები, მათ შორის არასრულწლოვნები

ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვანები.

დაშავებულები კლინიკებში არიან გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.