ავტორი:

რუსული საკრუიზო ლაინერის წინააღმდეგ, ბათუმის პორტთან ორმაგი ბარიკადები აღმართეს

რუსული საკრუიზო ლაინერის წინააღმდეგ, ბათუმის პორტთან ორმაგი ბარიკადები აღმართეს

ბათუმში სოჭიდან საკრუიზო ლაინერით პუტინისა და ომის მომხრე არტისტები ჩავლენ. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” პროექტი “ეხო კავკაზა” ავრცელებს.

კერძოდ, როგორც მედია წერს, Astoria Grande-ს მგზავრებს შორის, რომელიც ბათუმში 31 ივლისს ჩავა, იქნება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მხარდამჭერი “Zа Россию” მარათონის მონაწილე, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მხარდამჭერი, 2018 წლის არჩევნებში პუტინის მომხრე და ჯგუფი Hi-Fi-ს ყოფილი სოლისტი, მიტია ფომინი, რომლის წინააღმდეგ უკრაინას სანქციები აქვს შემოღებული.

რუსული საკრუიზო ლაინერის დასახვედრად, ბათუმის პორტთან ორმაგი ბარიკადები აღმართეს. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს ბლოგერი რომა მახარაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.