ავტორი:

ხმაური, დიდი რაოდენობით პოლიცია და 10-მდე დაკავებული: რა ხდებოდა ბათუმში, სადაც  სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერს აქციით დახვდნენ

ხმაური, დიდი რაოდენობით პოლიცია და 10-მდე დაკავებული: რა ხდებოდა ბათუმში, სადაც  სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერს აქციით დახვდნენ

ბათუმის პორტში სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ „ასტორია გრანდეს“ საპროტესტო აქციით დახვდნენ. პორტთან აქციას მართავენ რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს.

ადგილზე აქციის მონაწილებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 10-მდე პირი. მოქალაქეებმა შეკრება გვიან ღამით დაიწყეს. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. მოწყობილია რკინის ჯებირები.

ადგილზე იმყოფებოდა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. როგორ მან აღნიშნა ადგილზე აჭარაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სრული მობილიზება იყო.

"რუსები ჩამოვიდნენ აქ და როგორი უხამსი ჟესტით მიმართეს ქართველებს, უკაცრავად და ასეთი ჩმორები ვართ, რომ პასუხი არ უნდა გავცეთ? ჩვენი მოძმე უკრაინა რომ ომშია, განა მეგობარს მხარი არ უნდა დავუჭიროთ? უკრაინა რომ ომს მოიგებს და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობაც აღდგება, ამის თქმის უნდა შეგვრცხვეს? და აქ პუტინის უკანა ეზოდ უნდა იქცეს? არ იქნება ეს ასე. ყველანაირი პარტიული ზღვარი აქ წაშლილია, ყველაზე დიდი პარტია არის ჩვენი საქართველო. განსაკუთრებით დავალებათა დეპარტამენტი იცავდა ლავროვის ოჯახს და დღეს რომ იცოდეს მოსახლეობა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სრული მობილიზებაა აჭარაში წყლის ჭავლები, დუბინკებით, ყველანაირად აღჭურვილები არიან გარშემო, ჩვენგან იცავენ პუტინისტებს. ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ უნდა მოვბილიზდეთ განსაკუთრებით იმისთვის, რომ გადამწყვეტი ბრძოლა დავიწყოთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. არ არის ეგრე, რომ მარტო კრუიზს აპროტესტებენ, რუსული კანონი არ გააპროტესტეს და არ დააღეჭინეს ქართველებმა? განსაკუთრებით ახალგაზრდებმა. ფრენებზე პროტესტი არ ჰქონდათ?

ჰქონდათ ცხადია და იგივეა კრუიზთან დაკავშირებით. ქართველები მიდიან ქვეყნიდან და რუსები შემოდიან და სახლდებიან, ეს არის ბიძინა ივანიშვილის რუსული ოცნება და ღირსეული ხალხი, ღირსეული ახალგაზრდები არ დავუთმობთ ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანას. გავაგრძელებთ მართლა ბოლო ამოსუნთქვამდე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველამ კარგად დაინახა ამ ხელისუფლების რუსული სახე. რუსები იქიდან გვაგინებენ, შეურაცხყოფას გვაყენებენ და პოლიცია წითელ ხალიჩას უგებს, მე არ მგონია, რომ ეს მოსწონთ მათ. აქ არიან ბათუმელები, ღირსეული საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც პირველი საკრუიზო გემი იმ ცნობილი მიმართულებით გაუშვეს, რომელიც ყველამ ვიცით, ასევე იქნება დღესაც, ხვალ დილით და დასრულდება ივანიშვილის, ღარიბაშვილის და კობახიძის ჩამოშორებით", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.