ავტორი:

დრონით შეტევა რუსეთის ბრიანკის ოლქის პოლიციის შენობაზე - დაინგრა სახურავი და ჩაიმსხვრა ფანჯრები: რას წერს რუსული მედია

დრონით შეტევა რუსეთის ბრიანკის ოლქის პოლიციის შენობაზე - დაინგრა სახურავი და ჩაიმსხვრა ფანჯრები: რას წერს რუსული მედია

რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინელების დრონმა ამჯერად რუსეთის ბრიანსკის ოლქში პოლიციის შენობაზე მიიტანა იერიში.

"მთელი ღამის განმავლობაში შეტევა იყო ბრიანსკის ოლქის ტრუბჩევსკის რაიონზე.

ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატი პოლიციის რაიონული სამმართველოს შენობაზე. მსხვერპლი არ არის. დაინგრა სახურავი და ჩაიმსხვრა ფანჯრები“ - წერს "ტელეგრამის“ არხზე გუბერნატორი ალექსანდრე ბოგომაზი. მისივე ცნობით, ადგილზე მუშაობენ ოპერატიული სამსახურები.

ცნობისთვის, რუსეთის ბრიანსკის ოლქი უკრაინის სუმის და ჩერნიგოვის ოლქებს ესაზღვრება.