ავტორი:

"მტრებმა უნდა ილოცონ ჩვენი მებრძოლებისთვის" - მედვედევის თქმით, თუ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებული იქნება, რუსეთი იძულებული გახდება, ბირთვული იარაღი გამოიყენოს

"მტრებმა უნდა ილოცონ ჩვენი მებრძოლებისთვის" - მედვედევის თქმით, თუ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებული იქნება, რუსეთი იძულებული გახდება, ბირთვული იარაღი გამოიყენოს

"რუსეთი შეიძლება იძულებული გახდეს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებას მიღწევს", - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი მედვედევი აცხადებს.

"უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ შეტევამ... ნატოსთან ტანდემში, წარმატებას მიაღწია და დასრულდა ჩვენი მიწის ნაწილის წართმევით. მაშინ ჩვენ მოგვიწევს ბირთვული იარაღის გამოყენება, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად“, - წერს მედვედევი "ტელეგრამის" არხზე.

ის დასძენს, რომ "სხვა გამოსავალი უბრალოდ არ იქნება".

"ჩვენმა მტრებმა უნდა ილოცონ ჩვენი მებრძოლებისთვის, რათა მათ არ მისცენ სამყაროს ბირთვულ ცეცხლში ჩავარდნის უფლება", - აღნიშნავს მედვედევი.