ავტორი:

"ნებისმიერი მოქალაქის დაცვა არის ჩვენი მოვალეობა“ - ბათუმის პოლიციის უფროსი

"ნებისმიერი მოქალაქის დაცვა არის ჩვენი მოვალეობა“ - ბათუმის პოლიციის უფროსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ ბათუმში მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პოლიცია ყველა მოქალაქეს და წესრიგს იცავს. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვას აქვს კანონით განსაზღვრული ფორმები:

„პროტესტის გამოხატვას გააჩნია თავისი ნორმები და ფორმები. კვერცხების სროლა, პოლიციელზე ძალადობა, ლანძღვა-გინება არ არის პროტესტის ნორმალურად გამოხატვა“. - განაცხადა ბათუმის სამმართველოს უფროსმა.