ავტორი:

სამხედრო ვერტმფრენის კატასტროდა ავსტრალიაში - ოფიციალური პირების თქმით, აღარ არსებობს იმედი, რომ ავიაკატასტროფას ვინმე გადაურჩებოდა

სამხედრო ვერტმფრენის კატასტროდა ავსტრალიაში - ოფიციალური პირების თქმით, აღარ არსებობს იმედი, რომ ავიაკატასტროფას ვინმე გადაურჩებოდა

პარასკევს ღამით, კუნძულ ლინდემანის მახლობლად, ავსტრალიაში სამხედრო წვრთნების დროს მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

ავსტრალიის თავდაცვის მინისტრის თქმით, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ვერავინ გადარჩებოდა - იმედი აღარ არსებობს.

შვეულმფრენის ეკიპაჟი 4 წევრისგან შედგებოდა, რომელთაგან ყველა დაკარგულია, ცხედრები არ უპოვიათ. აქამდე არსებობდა იმედი, რომ შესაძლოა, ისინი ავიაკატასტროფას გადაურჩნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ვერტმფენის ნაწილები იპოვეს, ოფიციალური პირების თქმით, გამორიცხულია, იქ ვინმე გადარჩენილიყო.

ტრაგედიას აშშ-ს თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი გამოეხმაურა. მან სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ აშშ ყველანაირ დახმარებას გაუწევს ავსტრალიას.

კაპრალი ალექს ნეგსი, ლეიტენანტი მაქსველ ნუჯენტი და მე-2 კლასის ოფიცერი ჯოზეფ ლეიკოკი - ადამიანები, რომლებიც ბორტზე იმყოფებოდნენ

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკარგული ჯარისკაცების ვინაობაც დადგინდა: კაპიტანი დენიელ ლიონი, ლეიტენანტი მაქსველ ნუჯენტი, მეორე კლასის ორდერის ოფიცერი, ჯოზეფ ლეიკოკი და კაპრალი ალექსანდერ ნეგსი. ყველა მათგანი სიდნეის მეექვსე საავიაციო პოლკშ მსახურობდა.მათი ვერტმფრენი სამხედრო წვრთნების დროს ჩამოვარდა.

კატასტროფამდე გამოცხადდა, რომ მოძველებული ევროპული წარმოების ვერტმფრენები ამერიკული წარმოების Black Hawks-ით უნდა ჩანაცვლებულიყო. ოფიციალური პირები ხშირად ჩიოდნენ იმის შესახებ, რომ მათ ტექნიკური და უსაფრთხოების საკითხების გამო, პრობლემები ხშირად ექმნებოდათ.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა