ავტორი:

"საქართველოს საამაყო პოლიცია, რუსების "ჩაფრებად“ აქციეს... როცა რუსებისთვის შემოგვქონდა უვიზო მიმოსვლა, იფილტრებოდნენ, საპატიმროებში ისხდნენ რუსი ჯაშუშებ" - სააკაშვილი

"საქართველოს საამაყო პოლიცია, რუსების "ჩაფრებად“ აქციეს... როცა რუსებისთვის შემოგვქონდა უვიზო მიმოსვლა, იფილტრებოდნენ, საპატიმროებში ისხდნენ რუსი ჯაშუშებ" - სააკაშვილი

საქართველოს საამაყო პოლიცია, რუსების "ჩაფრებად“ აქციეს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სააკაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს რუსეთთან უვიზო მიმოსვლის პირობებში ხდებოდა ფილტრაცია, ახლა კი მილიონობით ადამიანი შემოდის.

"როცა ჩვენ რუსებისთვის შემოგვქონდა უვიზო მიმოსვლა, საუბარი იყო ასეულობით - მაქსიმუმ ათასობით ადამიანზე და ისინი იფილტრებოდნენ.

მაშინ საქართველოს საპატიმროებში ისხდნენ რუსი ჯაშუშები, ახლა შემოდის მილიონობით. ამათ 11 წელიწადში არ დაუკავებიათ არცერთი ჯაშუში.

საქართველოს როდესღაც საამაყო პოლიცია, რუსების ჩაფრებად აქციეს”, - წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.