ავტორი:

"გენრის აღენიშნება დაზიანებები სახესა და ფეხებზე... " - ადვოკატის განცხადებით, გენრი დოლიძე დაკავებისას პოლიციამ სცემა

"გენრის აღენიშნება დაზიანებები სახესა და ფეხებზე... " - ადვოკატის განცხადებით, გენრი დოლიძე დაკავებისას პოლიციამ სცემა

რუსული ლაინერის საწინააღმდეგოდ დღეს ბათუმში გამართულ აქციაზე "დროას" წევრი გენრი დოლიძე დააკვეს.

ადვოკატის თქმით, ის დაკავებისას პოლიციამ სცემა.

"დღეს, ბათუმში გამართულ აქციაზე პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა პარტია "დროას" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გენრი დოლიძეს სენაკის წინასწარი დაკავების იზოლატორში მას ცოტა ხნის წინ ადვოკატი ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ გენრის აღენიშნება დაზიანებები სახესა და ფეხებზე. მისი თქმით, პოლიციამ "დროას" წევრს დაკავებისას სცემა.გენრი დოლიძე, დანარჩენ 22 ადამიანთან ერთად, დღეს ბათუმში გამართულ ანტირუსულ აქციაზე დააკავეს. მთელი დღის განმავლობაში, უცნობი იყო მათი ადგილსამყოფელი." ვკითხულობთ "დროას" განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციაზე 23 პირი დააკავეს.

მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები.

ცნობისთვის, ბათუმის პორტში სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ "ასტორია გრანდეს" საპროტესტო აქციით დახვდნენ. პორტთან აქციას მართავენ რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მოქალაქეებმა შეკრება გვიან ღამით დაიწყეს. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. მოწყობილია რკინის ჯებირები.