ავტორი:

ბათუმის პორტთან საპროტესტო აქცია განახლდა - პროტესტის მონაწილეები სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერის მგზავრებს მოუწოდებენ, დატოვონ ტერიტორია

ბათუმის პორტთან საპროტესტო აქცია განახლდა - პროტესტის მონაწილეები სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერის მგზავრებს მოუწოდებენ, დატოვონ ტერიტორია

ბათუმის პორტთან, სადაც სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერი იმყოფება, სამოქალაქო აქტივისტებისა და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების აქცია განახლდა.

საპროტესტო აქციაზე ისმის შეძახილები: „საქართველო“.

აქციას შეუერთდნენ უკრაინის მოქალაქეებიც, მათ უკრაინის დროშები გაშალეს.

ბათუმში, პროტესტის მონაწილეებმა გამოფინეს ტრანსპარანტები და მოუწოდებენ ლაინერის მგზავრებს ტერიტორია დატოვონ.

აქციის მონაწილეებს დაკავებული აქვთ გოგებაშვილის ქუჩის ნაწილი, სადაც საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

ასევე იხილეთ: