ავტორი:

"ანაკლიის პორტი ახალ სიცოცხლეს შეიძენს" - რას მოუტანს საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა

"ანაკლიის პორტი ახალ სიცოცხლეს შეიძენს" - რას მოუტანს საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა

"ჩინეთს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება მხოლოდ საქართველოსთან არ გაუფორმებია. ამგვარი შეთანხმება აქვს აშშ-სთან, ევროკავშირთან, მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანასთან, მათ შორის, უკრაინასთანაც და ყველამ უღალატა დასავლურ გზას? ეს არ არის არგუმენტი", - ამის შესახებ ეკონომისტმა ლადო პაპავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში Эბიზნეს პალიტრა“ განაცხადა და საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების შესახებ ისაუბრა.

ეკონომისტი აღნიშნავს, რომ საქართველო რეგიონში არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირთანაც და ჩინეთთანაც გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ამ შესაძლებლობას გამოყენება სჭირდება.

"გარდა ამისა, მთავარი თემა, რომელსაც ვერ დავივიწყებთ, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდა, იწყება სწორედ ამით, რომ ორივე მხარე აღიარებს ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას. ჩინეთი არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი და მიუხედავად იმისა, რომ პეკინი ცდილობს, კარგი ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთთან, ის მოსკოვის გადაწყვეტილებას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ არ ცნობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კომპონენტია", - ამბობს ლადო პაპავა.

ლადო პაპავას აზრით, აღნიშნული შეთანხმება მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, არამედ მსხვილი პროექტების განხორციელებისთვისაც.

„ის, თუ რა დახვედრა მოუწყევს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს სამთავრობო დელეგაციას და უშუალოდ, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს როლზე მიუთითებს. აქ პერსონალიებზე არაა საუბარი, ესაა ქვეყნით დაინტერესება, რაც, რა თქმა უნდა, აისახება ეკონომიკურ განვითარებაზე და ახალ შესაძლებლობას ქმნის მსხვილი პროექტების განხორციელებისთვის.

ანაკლიის პორტი, რომელიც საკმაოდ მწვავედ განიხილება ბოლო წლების განმავლობაში, ახალ სიცოცხლეს შეიძენს. იმედია, ამჯერად მაინც გონივრული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. მივესალმები, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ის სტრატეგიულ ობიექტად მიიჩნიოს და 51%-იან წილს მართავდეს. ეს შეიძლება ნიშნავდეს უფრო მეტ ბალანსს ორ სტრატეგიულ პარტნიორს, ჩინეთსა და აშშ-ს შორისაც", - თქვა პაპავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის ურთიერთობის „სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების“ შესახებ გახდა ცნობილი. პრემიერი აზრით, ეს ისტორიული მოვლენაა და საქართველოსთვის ეკონომიკური სარგებლის მომტანი იქნება. განაგრძეთ კითხვა