ავტორი:

"ბევრი წლის შემდეგ, დედა-შვილი პირველად დაიძინებს საწოლზე. ამ წამიდან იცხოვრებენ ნამდვილ სახლში" - რას წერს აკა სინჯიკაშვილი

"ბევრი წლის შემდეგ, დედა-შვილი პირველად დაიძინებს საწოლზე. ამ წამიდან იცხოვრებენ ნამდვილ სახლში" - რას წერს აკა სინჯიკაშვილი

აკა სინჯიკაშვილი, რომელიც საზოგადოებაში საქველმოქმედო აქტივობით არის ცნობილი, "ფეისბუქზე" სასიამოვნო სიახლის შესახებ იტყობინება.

მისი ინფორმაციით, საზოგადოების დახმარებით კიდევ ერთ უსახლკაარო ოჯახს სახლი გადაეცა.

"საღამოს ბედნიერი ამბები ამაღამ: დედა-შვილი, ბევრი წლის შემდეგ, პირველად დაიძინებს საწოლზე. ამ წამიდან იცხოვრებენ ნამდვილ სახლში და ჩვენგან სულ ექნებათ ყველაფერი, რაც ადამიანური ცხოვრებისთვის დასჭირდებათ. ჯერ არ სჯერათ და ვერც ხვდებიან, რა მოხდა. სათითაოდ ყველას, უზარმაზარი მადლობა ამისთვის, რასაც ფოტოზე ხედავთ აი, ამ შეგრძნებას, მართლა არასოდეს არაფერში არ გავცვლი" - წერს აკა სინჯიკაშვილი.