ავტორი:

"15 დღეა, უგონო მდგომარეობაშია" - 29 წლის ნიკა გოგიძეს, რომელიც ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

"15 დღეა, უგონო მდგომარეობაშია" - 29 წლის ნიკა გოგიძეს, რომელიც ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

29 წლის, ნიკა გოგიძეს რომელიც უკვე 15 დღეა, უგონო მდგომარეობაშია, მკურნალობის გასაგრძელებლად საზოგადოებისგან ფინანსური დახმარება სჭირდება. ნიკუშას ავარიის შედეგად თავის ქალა დაუზიანდა და ჰემატომები აქვს.

"მეგობრებო, ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი და ამ თხოვნით მომართვა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ჩემი დეიდაშვილი ნიკუშა ძალიან მძიმედაა. ავარიაში მოყვა, თავის ქალა დაუზიანდა და აქვს ჰემატომები. „ჯერარსის“ კლინიკაში გვიწევს და მე-15 დღეა, რაც უგონო მდგომარეობაშია. ძალიან ბევრი ადამიანი დაგვეხმარა უკვე, როცა სისხლი გვჭირდებოდა და ამისთვის კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას გიხდით. ახლა ფინანსურად გვჭირდება დახმარება და ისევ თქვენი გვერდში დგომის იმედი მაქვს" - წერენ ახალგაზრდას ახლობლები სოციალურ ქსელში.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომერზე:

#GE03TB7826145061600008

მიმღები: თორნიკე გოგიძე