ავტორი:

"3 წლის ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა... არასოდეს დამავიწყდება სკოლაში რომ მივედი და..." - რას ჰყვება ცნობილი ტელეწამყვანი

"3 წლის ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა... არასოდეს დამავიწყდება სკოლაში რომ მივედი და..." -  რას ჰყვება ცნობილი ტელეწამყვანი

3 წლის იყო მამა რომ გარდაეცვალა. ამბობს, რომ ამ დღის შემდეგ მათ ოთახში დიდი ხნით ჩაქრა ფერადი ნათურები. მარი მალაზონია ერთ-ერთია ყველაზე აკადემიურ ტელეწამყვანებს შორის, რომელიც ყველაზე ნაკლებად საუბრობს ინტერვიუებში საკუთარ თავზე. "'დავით გორგილაძის აუტანელ სიმსუბუქეში" ექიმმა და ტელეწამყვანმა ბავშვობის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე მოგონებაზე ისაუბრა, იმაზე, თუ რის შემდეგ შეუყვარდა ფერები ამ სამყაროში.

მარი მალაზონია:

- მგონია, რომ ადამიანი სრულყოფილად სამყაროს ფერადს აღიქვამს, მაგრამ მე უფრო მეტად მაქვს ეს გრძნობა გამძაფრებული. ახალი წელი ახლოვდებოდა, 3 წლის ვიყავი, ოჯახი განსაკუთრებულად ემზადებოდა, ამის მიზეზი გვქონდა დამატებით, 6 თვის იყო ჩემი ძმა, რომელიც იმ წელს დაიბადა.

სწორედ ახალი წლის წინა დღეებში გარდაიცვალა მამა. ახალი წელი, ფერადი, ციმციმა, ყვითელი ნათურებით უცებ ჩაქრა. ჩაქრა ძალიან დიდი ხნით. არც კი მახსოვს, რამდენი წელი ეცვათ ოჯახში შავები ქალებს. დედა ძალიან ახალგარზდა იყო. არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი სექტემბერი, 53-ე სკოლის ეზოში დედაჩემი იყო ერთადერთი დედა, რომელსაც თავიდან-ფეხებამდე ეცვა შავები.

ამიტომ მგონია, რომ შინაგანი მოთხოვნილება ფერის იყო ყოველთვის ჩემი ნაწილი, ეს იყო ნახატებშიც, შესამჩნევად სამოსშიც, გარემოშიც, რომელიც ჩემს ირგვლივ არის.

გადამწყვეტი ჩემი და ჩემი ძმის ჩამოყალიბებაში დედას მაგალითი იყო. მიუხედავად არაერთი სირთულისა, რომელიც ცხოვრებაში გამოიარა, არასოდეს გაბოროტებულა. ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც ადამიანები ბევრს საუბრობდნენ რაღაც ნივთებზე, საგნებზე, ერთხელ დედამ მითხრა, იცი, რა არის სიმდიდრე - წარმოიდგინე, რაც არის შენში შიგნით, ყველაფერი რომ გაქრეს გარშემო, შენში ატარებ ადამიანების სიყვარულს, მათ მიმართ დამოკიდეულებას, შენს განცდებს, ეს არის შენი სიმდიდრეო.

ეს იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ მიუხედავად უკიდურესად მატერიალური სამყაროსი, ეს დამოკიდებულება არ შემცვლია. იგივე დამოკიდებულებით ვასწავლე ჩემ შვილებს.