ავტორი:

მოსკოვის ცათამბჯენს ისევ დაარტყეს, თანაც რუსეთის მინისტრის კაბინეტის ფანჯარაში - "ასე ხშირად და ასეთი სიზუსტით მოსკოვი მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი არ დაბომბილა"

მოსკოვის ცათამბჯენს ისევ დაარტყეს, თანაც რუსეთის მინისტრის კაბინეტის ფანჯარაში - "ასე ხშირად და ასეთი სიზუსტით მოსკოვი მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი არ დაბომბილა"

ასე ხშირად და ასეთი სიზუსტით მოსკოვი მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი არ დაბომბილა - 1-ლ აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთის დედაქალაქის - მოსკოვის ყველაზე ცნობილ ბიზნეს-კვარტალს - „მოსკვა სიტის“ ერთ-ერთ 50 სართულიან ცათამბჯენს მორიგი უკრაინული კამიკაძე-დრონი „ესტუმრა“...

მორიგი იმიტომ, რომ ამავე ცათამბჯენს სულ რაღაც ორიოდე დღის წინ უკვე „სტუმრობდა“ ასეთივე ორი კამიკაძე-დრონი...

რატომ ამოიჩემეს უკრაინელმა ოპერატორებმა უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს დავალებით, უზარმაზარ მოსკოვში მაინდამაინც ეს ცათამბჯენი, რომ თითქმის 500 კმ-ის სიშორიდან კამიკაძე-დრონების ზედიზედ გაშვება არ დაიზარეს?

საქმე ის არის, რომ „მოსკვა-სიტის“ ბიზნეს-კვარტლის ორ ათეულამდე ცათამბჯენიდან სწორედ ამ კონკრეტულ შენობაშია განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამი სამინისტრო: ციფრული განვითარების, ეკონომიკური განვითარებისა და სამრეწველო ვაჭრობის.

30 ივლისის საჰაერო თავდასხმისას ორი უკრაინული კამიკაძე-დრონიდან ერთი ამ ცათამბჯენის მე-5 სართულზე შეიჭრა და იქ აფეთქდა, ფასადის ნაწილი ჩამოინგრა და ქუჩაში მიმოიფანტა ფურცლები, რომლებზეც რუსეთის ფედერაციის ციფრული განვითარების სამინისტროს ოფიციალური დოკუმენტები იყო დაბეჭდილი...

ანუ, გამოდის, რომ უკრაინული საჰაერო დარტყმა უზუსტესი გამოდგა და კამიკაძე-დრონმა არათუ კონკრეტულ შენობას, არამედ, კონკრეტული სართულის იმ ფანჯარასაც „მიაგნო“, სადაც რუსეთის ის სამინისტროა განთავსებული, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის წარმოებაში, განსაკუთრებით კი საინფორმაციო ველზე.

დღეს დილას,1-ლ აგვისტოს კი უკრაინულმა კამიკაძე-დრონმა „მოსკოვი-სიტის“ იმავე ცათამბჯენის უკვე 21-ე სართული „მოინახულა“ და „სტუმრად“ ამჯერად რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მისაღებს "ესტუმრა"...წაიკითხეთ სრულად