ავტორი:

ჯენიფერ ლოპესის ცეცხლოვანი ცეკვა მაგიდაზე - როგორ აღნიშნა დაბადების დღე ვარსკვლავმა (ფოტო/ვიდეო)

ჯენიფერ ლოპესის ცეცხლოვანი ცეკვა მაგიდაზე - როგორ აღნიშნა დაბადების დღე ვარსკვლავმა (ფოტო/ვიდეო)

მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი 54 წლის გახდა. მისი დაბადების დღის წვეულება კი მედიის განხილვის საგანია.

უბერებელმა და ენერგიულმა ჯეი ლომ დაბადების დღე მეგობრების, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში აღნიშნა. მას ვერცხლისფერი კაბა ეცვა, რომელსაც მწვანეთვლიანი სამკაული შეუხამა.

წვეულების ერთ-ერთი მთავარი მომენტი კი ჯენის ცეკვა იყო - ის მაგიდაზე ავიდა და ცეცხლოვანი ცეკვა შეასრულა.

წვეულება ახლადშეძენილ $60 მილიონიან სასახლეში, ბევერლი ჰილსზე შედგა.

"ჩემი საყვარელი ადამიანებისგან თავი დაფასებულად და აღიარებულად ვიგრძენი. უაღრესად მადლიერი ვარ, შანსი მაქვს, რომ ბედნიერება ამდენ ლამაზ და მზრუნველ ადამიანს გავუზიარო. ყველას ასეთივე დიდ სიყვარულს და ბედნიერებას გისურვებთ", - წერს ჯენიფერ ლოპესი.

მოგვიანებით, იუბილარმა Valentino-ს $980-იანი ბიკინი ჩაიცვა და თავისი საცურაო აუზის წინაც იპოზიორა.

დაბადების დღის გარდა, ვარსკვლავმა 16 ივლისს ბენ აფლეკთან ქორწინების ერთი წლის იუბილეც აღნიშნა.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა