ავტორი:

ცნობილია, თუ რა არის ავსტრალიაში აღმოჩენილი ცილინდრის ფორმის ობიექტი

ცნობილია, თუ რა არის ავსტრალიაში აღმოჩენილი ცილინდრის ფორმის ობიექტი

ავსტრალიის კოსმოსური სააგენტო ადასტურებს, რომ ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროზე გამორიყული ცილინდრის ფორმის ობიექტი ნამდვილად კოსმოსში გაშვებული ობიექტის ნარჩენია.

სააგენტოს ცნობით, ის ინდოეთის კოსმოსური ობიექტის ნარჩენია.

დაახლოებით 2.5 მეტრი სიმაღლის სპილენძისფერი ობიექტის შესახებ პოლიციას ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ივლისის დასაწყისში შეატყობინეს. იმ დროისთვის პოლიციამ ეჭვი გამოთქვა, რომ შესაძლოა, ის თვითმფრინავის ნაწილი ყოფილიყო, თუმცა დარწმუნებულნი არ იყვნენ და გამოძიების შედეგებს ელოდნენ.

მკვლევარმა ელის გორმანმა მანამდე გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა, "ამოუცნობი ობიექტი", ინდოეთის კოსმოსური თანამგზავრის ცილინდრი ყოფილიყო. გამოძიებამ კი ეს ვარაუდი დაადასტურა.

ცილინდრს ავსტრალიის მუზეუმში Skylab-ის ნამსხვრევებთან ერთად მოათავსებდნენ. Skylab-ის ნარჩენები ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში 1979 წელს ჩამოვარდა. ის იყო აშშ-ის პირველი კოსმოსური სადგური, რომელიც NASA-მ გაუშვა. ის დაახლოებით 5 წლის განმავლობაში უპილოტოდ მოძრაობდა ორბიტაზე. საბოლოოდ, დაიშალა და მისი ნაწილები ავსტრალიის ტერიტორიაზე გაიფანტა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა