ავტორი:

ხერსონში საავადმყოფოს დაბომბვას ექიმი ემსხვერპლა

ხერსონში საავადმყოფოს დაბომბვას ექიმი ემსხვერპლა

რუსულმა ძალებმა ხერსონში ჯანდაცვის დაწესებულება დაბომბეს, რის შედეგადაც ექიმი დაიღუპა და ექთანი დაიჭრა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„დარტყმა ჯანდაცვის ერთ-ერთ დაწესებულებაზე განხორციელდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ექიმი გარდაიცვალა და ექთანი დაშავდა, რომლის სიცოცხლისთვის ახლა ჩვენი ექიმები იბრძვიან“, - განაცხადა ხერსონის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რომან მროჩკომ.

ხერსონის საოლქო პროკურატურაში აცხადებენ, რომ ხორციელდება ზომები აგრესორი ქვეყნის არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულის დასაფიქსირებლად.