28 წლის ნათია ბახტაძე, რომელსაც დროებით ოკუპირებულ გალში ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.
ახალგაზრდა ქალი 28 ივლისს, 5 საათის შემდეგ გაუჩინარდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა ქალი მოკლულია. ის ზღვის სანაპიროსთან ახლოს, ტყეში იპოვეს.