ავტორი:

დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენეს - რას ედავებიან ამჯერად ექსპრეზიდენტს

დონალდ ტრამპს  ბრალი წაუყენეს - რას ედავებიან ამჯერად ექსპრეზიდენტს

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ ბრალი წაუყენა საქმეზე, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობას ეხება.

ტრამპს ბრალი ოთხი მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორისაა: შეთქმულება შეერთებული შტატების მოტყუებისთვის, მოწმეების მოსყიდვა და შეთქმულება ადამიანის უფლებების წინააღმდეგ.

ექსპრეზიდენტი ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში ხუთშაბათს უნდა გამოცხადდეს.

გამოძიება ფოკუსირებული იყო დონალდ ტრამპის ქმედებებზე ორთვიან პერიოდში : არჩევნებში მისი დამარცხებიდან კაპიტოლიუმზე თავდასხმამდე, როდესაც მისი მხარდამჭერები კონგრესში შეიჭრნენ.

„არჩევნების დღიდან ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, ბრალდებული ავრცელებდა სიცრუეს, რომ მოხდა არჩევნების შედეგების გაყალბება და რომ რეალურად მან გაიმარჯვა. ეს პრეტენზიები მცდარი იყო და ბრალდებულმა იცოდა, რომ მცდარი იყო, მაგრამ მაინც ავრცელებდა, რათა ყალბი პრეტენზიები ლეგიტიმურად წარმოეჩინა, უნდობლობისა და ბრაზის ინტენსიური ატმოსფერო შეექმნა და არჩევნების ადმინისტრირების მიმართ საზოგადოების რწმენა შეერყია", - ნათქვამია საბრალდებო დასკვნაში.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპს ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წაყენებული – საიდუმლო სახელმწიფო დოკუმენტებთან არასათანადო მოპყრობისთვის და პორნოვარსკვლავისთვის ფულის ფარულად გადახდისთვის.