ავტორი:

"უკრაინის არმია ბახმუტის მიმართულებაზე შეტევით მოქმედებებს განაგრძობს" - უახლესი ცნობები ფრონტის ხაზიდან: რა ვითარებაა უკრაინაში

"უკრაინის არმია ბახმუტის მიმართულებაზე შეტევით მოქმედებებს განაგრძობს" - უახლესი ცნობები ფრონტის ხაზიდან: რა ვითარებაა უკრაინაში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, უკრაინის არმია ბახმუტის მიმართულებაზე შეტევით მოქმედებებს განაგრძობს.

უწყების ცნობით, რუს სამხედროებს ბახმუტის სამხრეთით პოზიციების დატოვება მოუწიათ, მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები.

"ბახმუტის მიმართულებით ვაგრძელებთ შეტევით მოქმედებებს, მოწინააღმდეგეს ვაიძულეთ ანდრეევკასთან არსებული პოზიციების დატოვება. მას, ასევე, ჰქონდა კლეშეევკასთან და კურდიუმოვკასთან დაკარგული პოზიციების დაბრუნების წარუმატებელი მცდელობა. გრძელდება მძიმე ბრძოლები", - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე შეტევითი ოპერაცია გრძელდება მელიტოპოლის და ბერდიანსკის მიმართულებებზე.

გენერალური შტაბის განცხადებით, რუს სამხედროებს მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს პირად შემადგენლობაში, შეიარაღებაში და ტექნიკაში, მაგრამ ისინი აგრძელებენ ძლიერი წინააღმდეგობის გაწევას, ქვედანაყოფების და ჯარების გადაადგილებას და რეზერვების ამოქმედებას.