ავტორი:

ტაიფუნი, საუკუნის ყველაზე ძლიერი წვიმა და შტორმები - აღმოსავლეთ აზიას სტიქია უდევს

ტაიფუნი, საუკუნის ყველაზე ძლიერი წვიმა და შტორმები - აღმოსავლეთ აზიას სტიქია უდევს

ბოლო 1 თვის მანძილზე აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს 3 ტაიფუნი დაატყდა თავს და ჯამში ათობით ადამიანი დაიღუპა. ხანუნის, რიგით მესამე ტაიფუნის გამო, სამხრეთ იაპონიის მაცხოვრებლებს ევაკუაცია მოუწიათ, ოკინავას კუნძულების მესამედს კი ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

წყალდიდობის შედეგად, მხოლოდ ჩინეთში, სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა. ახლა კი, ხანუნი პეკინს საუკუნის ყველაზე ძლიერი წვიმებით ემუქრება. ექსპერტები ამბობენ, რომ მსგავსი მოვლენები გლობალური დათბობისგანაა გამოწვეული და ისინი დროთა განმავლობაში გახშირდება.

ხანუნამდე, აზიურ ქვეყნებს კიდევ ორ ტაიფუნთან მოუწია გამკლავება - თალიმმა და დოქსურმა ფილიპინები და ტაივანი დატბორა. მეტეოროლოგები აქამდე ვარაუდობდნენ, რომ ხანუნი ოთხშაბათს ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე გადაინაცვლებდა, მაგრამ პროგნოზი შეიცვალა და ახლა იაპონიის მატერიკზე მის გადაადგილებას ჩინეთში გავლის გარეშე ელიან. ამის გამო, იაპონიაში 20 000-ზე მეტი ადამიანი გააფრთხილეს, რომ სასწრაფო ევაკუაცია მოახდინონ.

ასეთი ძლიერი შტორმები იაპონიაში წლის ამ დროს იშვიათობას წარმოადგენს და როგორც წესი, ტურიზმისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია. თუმცა, წლევანდელი ექსტრემალური ამინდის პირობების გამო ოკინავას ნაჰას აეროპორტში 900-მდე ფრენა გაუქმდა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა