ავტორი:

დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსული ავიაბაზის მახლობლად აფეთქება მოხდა

დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსული ავიაბაზის მახლობლად აფეთქება მოხდა

დროებით ოკუპირებულ ყირიმში, გვარდეისკოეს დასახლებაში მდებარე რუსული ავიაბაზის მახლობლად აფეთქება მოხდა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

„დასახლება გვარდეისკოეში, რომელიც სიმფეროპოლის რაიონში მდებარეობს, რუსული ავიაბაზა არის განლაგებული. აეროდრომი რუსეთის ფედერაციის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს ექვემდებარება. ტერიტორიაზე 37-ე შერეული საავიაციო პოლკი არის დისლოცირებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლება ინციდენტზე კომენტარს არ აკეთებს.

მედიის ცნობით, გარდა ამისა, დილით ყირიმის ხიდიც იყო დაკეტილი, ამჟამად მოძრაობა აღდგენილია.