ავტორი:

"ამ ეტაპზე ხელფასების ზრდა დასაქმებულთა პროდუქტიულობის ზრდას მნიშვნელოვნად აჭარბებს" - ეროვნული ბანკი

"ამ ეტაპზე ხელფასების ზრდა დასაქმებულთა პროდუქტიულობის ზრდას მნიშვნელოვნად აჭარბებს" - ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 2 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.25 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ივნისში წლიურმა ინფლაციამ 0.6 პროცენტი შეადგინა. ამას საგარეო ფაქტორებმაც შეუწყო ხელი.

"კერძოდ, წინა წლიდან მოყოლებული, საერთაშორისო ბაზრებზე საკვები ნედლეულისა და ნავთობის ფასებს კლებადი ტენდენცია აქვს. საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულებაც თითქმის პანდემიამდელ დონემდე შემცირდა. ეს კი, ლარის გამყარებულ გაცვლით კურსთან ერთად, საქართველოში იმპორტული საქონლის ფასებს ამცირებს. ინფლაციის კლებას, ასევე, ხელს უწყობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინები. შედეგად, ადგილობრივი ინფლაციაც, შედარებით ნელი ტემპით, თუმცა მაინც იკლებს და ივნისში ის 8.5 პროცენტს გაუტოლდა. წლის განმავლობაში, მისი კიდევ უფრო შემცირებაა მოსალოდნელი. მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2023 წლის შემდგომ თვეებში მიზნობრივ 3 პროცენტიან დონეზე დაბალი იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში კი, მის ირგვლივ დასტაბილურდება. მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, ფასების სტაბილურობის წინაპირობაა.

პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ინფლაციური რისკები კვლავ მაღალია. მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა სასაქონლო ბაზრებზე გაურკვევლობას ზრდის. საგარეო რისკებთან ერთად, ადგილობრივი ეკონომიკური ტენდენციებიც, ინფლაციაზე ზეწოლის კუთხით, ჯერ კიდევ საყურადღებოა. კერძოდ, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალია და ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ზრდა, ძლიერი ერთობლივი მოთხოვნის გამო, შედარებით მაღალი იქნება, ინფლაციაზე დამატებითი წნეხი წარმოიქმნება. გარდა ამისა, შრომის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები კვლავ გასათვალისწინებელია. ამ ეტაპზე ხელფასების ზრდა დასაქმებულთა პროდუქტიულობის ზრდას მნიშვნელოვნად აჭარბებს. ამ ტენდენციის ხანგრძლივად შენარჩუნება წარმოების ხარჯებს გააძვირებს და საბოლოოდ ფასებზეც აისახება.

ამ რისკების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას ფრთხილი ბიჯებით აგრძელებს და, წინა სხდომაზე უცვლელად დატოვების შემდეგ, მიმდინარე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.25 პროცენტული პუნქტით ამცირებს. ინფლაციის ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, სხვა თანაბარ პირობებში, საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 13 სექტემბერს ჩატარდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში. PauseMute Current Time 0:00/Duration 0:53Loaded: 15.00% Picture-in-PictureFullscreen SS.GEროგორ მოხვდე აქ ქირავდება 1 ოთახიანი ბინა მთაწმინდაზე გირავდება მიწის ნაკვეთი მისაქციელში შპს სანტექ.სერვისი ეძებს ოპერატორს იყიდება მიწის ნაკვეთი ტაბახმელაში აბიტურიენტის დედამ შიმშილობა გამოაცხადა - რატომ მიმართა მშობელმა პროტესტის უკიდურეს ფორმას?palitravideo.ge სიახლე, რომელიც დღეს გახდა ცნობილი - გადაწყვეტილება 179 600 პირს ეხებაpalitravideo.ge ვრცელდება სკანდალური ვიდეო - რუსი ტურისტების საქციელს აქტიურად განიხილავენpalitravideo.ge “ხალხო, ნახეთ, მანქანაში ვარ და ვუყურებ; ეს ვაჟკაცი ნახეთ“ - რა ვიდეო გადაიღო შემთხვევით ქუჩაში მიმავალმა ახალგაზრდამ?palitravideo.ge "ისეთმა ხალხმა ჩაგვირიცხა თანხა, ვისთანაც სოსოს პოლიტიკაში ყოფნის დროს მწვავე დაპირისპირება ჰქონდა... ეს რომ ვნახეთ, ორივე ვტიროდით" - ჯაჭვლიანის მეუღლე ხალხის თანადგომასა და მსახიობის მდგომარეობაზეambebi.ge "მანდ შეიძლება პრობლემა შეგვექმნას აშშ-სთან" - რას მოგვიტანს ჩინეთის "გლობალური ცივილიზაციის ინიციატივის" გაზიარება?ambebi.ge "ისეთი რა ხაჭაპური ან ხინკალი უნდა ჭამოთ, რომ ამად გიღირდეთ?!" - როგორ ეხმაურებიან რუსეთში ბათუმის მოვლენებს?ambebi.ge "მკურნალობამ შედეგი გამოიღო, წონაში მოიმატა კიდეც... გახარებულები ვართ ყველა" - რას ამბობს სოსო ჯაჭვლიანის მდგომარეობაზე ერეკლე საღლიანი?ambebi.ge ომი უკრაინაშისრული ინფორმაციადღის ბოლო სიახლეები2 წუთის წინრუსული მედია - ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს4 წუთის წინგია ვოლსკის განცხადებით, თუკი "სამართლიანი არჩევნების" 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგების უზუსტობასთან დაკავშირებული ფაქტი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შესაბამისმა უწყებებმა რეაგირება უნდა მოახდინონ9 წუთის წინრუსეთმა ბალტიის ზღვაში საზღვაო წვრთნები "ოკეანის ფარი-2023“ დაიწყოყველა სიახლე ინტერვიუ 02.08.2023 / 10:10ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს პარტნიორებთან კონფრონტაციისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ მომავალ არჩევნებში მიიღოს საარჩევნო ხმები მის მიერვე დამკვიდრებული ანტიდასავლური განწყობების ხარჯზეყველა სტატიაპრესის მიმოხილვა02.08.2023 / 10:41მეორე დარტყმა მოსკოვზე ბოლო სამ დღეში - გადადის თუ არა ომი რუსეთის ტერიტორიაზე

მოსკოვი 31 ივლისის მოვლენებზე პასუხს ამზადებს - "ალბათ უფრო რაღაც სიმბოლურ გადაწყვეტილებას მიიღებენ"

პირველად 236 წლის შემდეგ - ანუ შეიწყალებს თუ არა ტრამპი საკუთარ თავს და რატომ ადარებენ მისი მომხრეები ამერიკელ სპეცპროკურორს კომუნისტებს? სად და როდის დაიბადა ნიკო ფიროსმანი ახალი კვლევების მიხედვით? - რა აკავშირებდა ცნობილ მხატვარს შულავერთან აჭარა რუსი ტურისტების სამოთხედ იქცა (?!) "მიწის დაკანონებას ვერ ვახერხებ, რადგან ის რუსებს ეკუთვნით" “დავფიქრდი, რა ცუდად ვექცევით ჩვენს შვილებს, როგორ ვუკარგავთ იმუნიტეტს, რომ თვითონ შექმნან რამე... მაგრამ რატომ მიკვირს?! 42 წლის კაცს ქართველი დედა და მამა ბავშვად მოიხსენიებს“ - რას წერს გერმანიაში მყოფი ია სუხიტაშვილი “ეს ჰესები მომრავლდა, ჩვენ კიდევ გარეული პირუტყვებივით ვართ!.. ბოლოს ბენზინს გადავისხამთ!“ - პირაქეთა ხევსურეთში უდენოდ დარჩენილმა12 სოფლის მოსახლეობამ მთავარი გზა გადაკეტა! "სიცოცხლე მხოლოდ იმიტომ ღირს, რომ მენახა ამდენი ადამიანის გვერდში დგომა და სიყვარული" - რას წერს სოსო ჯაჭვლიანი "ისეთმა ხალხმა ჩაგვირიცხა თანხა, ვისთანაც სოსოს პოლიტიკაში ყოფნის დროს მწვავე დაპირისპირება ჰქონდა... ეს რომ ვნახეთ, ორივე ვტიროდით" - ჯაჭვლიანის მეუღლე ხალხის თანადგომასა და მსახიობის მდგომარეობაზე "მანდ შეიძლება პრობლემა შეგვექმნას აშშ-სთან" - რას მოგვიტანს ჩინეთის "გლობალური ცივილიზაციის ინიციატივის" გაზიარება? "ისეთი რა ხაჭაპური ან ხინკალი უნდა ჭამოთ, რომ ამად გიღირდეთ?!" - როგორ ეხმაურებიან რუსეთში ბათუმის მოვლენებს? დღეიდან კლინიკების და ფარმაცევტული კომპანიების შემოწმების გამკაცრებული წესები ამოქმედდა რა სამი ცვლილება ამოქმედდება აგვისტოდან როგორი იქნება ქობულეთის განახლებული ცენტრალური პარკი, რომლის სამუშაოებიც 6 მლნ ლარზე მეტი ჯდება (+ფოტო) PauseUnmute Stream Type LIVE Picture-in-PictureFullscreen მთავარიჩვენს შესახებსერვისებირეკლამამასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობებითბილისი, იოსებიძის ქ. 49(+995 32) 2 38 98 05ipnnews@ipn.ge 2018 ყველა უფლება დაცულია