ავტორი:

კანადის პრემიერ-მინისტრი 18-წლიანი ქორწინების შემდეგ, ცოლს შორდება - "გადაწყვეტილება რთული საუბრის შემდეგ მივიღეთ"

კანადის პრემიერ-მინისტრი 18-წლიანი ქორწინების შემდეგ, ცოლს შორდება - "გადაწყვეტილება რთული საუბრის შემდეგ მივიღეთ"

კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრიუდო და მისი მეუღლე სოფი გრეგუარ ტრიუდო ერთმანეთს შორდებიან, ამის შესახებ წყვილმა განცხადება "ინსტაგრამზე" ერთდროულად გამოაქვეყნა. ეს მათი 18-წლიანი ქორწინების დასასრულია.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება "მნიშვნელოვანი და რთული საუბრის შემდეგ მიიღეს“.

"ჩვენ ვრჩებით მჭიდრო ოჯახად, ერთმანეთის მიმართ დიდი სიყვარულით და პატივისცემით, ასევე პატივისცემით იმ ყველაფრის მიმართ, რაც ერთად ავაშენეთ. ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის, გთხოვთ, რომ პატივი სცეთ ჩვენს და მათ კონფიდენციალურობას", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში

ცნობისთვის ჯასტინმა და სოფიმ ერთმანეთი 2003 წელს გაიცნეს. 2005 წელს დაქორწინდნენ. წყვილს სამი შვილი ჰყავს.