ავტორი:

"საით მიდიხართ, თუ მსოფლიოს მშვიდობის გზას არ უჩვენებთ" - რომის პაპი ევროპას

"საით მიდიხართ, თუ მსოფლიოს მშვიდობის გზას არ უჩვენებთ" - რომის პაპი ევროპას

შეგვიძლია, ევროპას ვკითხოთ : საით მიდიხართ, თუ არ უჩვენებთ მსოფლიოს კრეატიულ გზებს უკრაინაში ომის და სხვა კონფლიქტების დასასრულებლად? - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ პორტუგალიაში ვიზიტისას განაცხადა.

"შეგვიძლია, ვკითხოთ მას (ევროპას) : „საით მიდიხართ, თუ არ უჩვენებთ მსოფლიოს მშვიდობის გზას, კრეატიულ გზებს უკრაინაში ომის და მსოფლიოში სხვა კონფლიქტების დასასრულებლად, რომელიც ამდენ სისხლისღვრას იწვევს? დასავლეთო, რა მიმართულებით მიცურავ? " - აღნიშნა პაპმა.

მისი თქმით, ოცნებობს ევროპაზე, დასავლეთის გულზე, რომელიც თავის უზარმაზარ ნიჭს კონფლიქტების მოსაგვარებლად და იმედის ლამპრების ასანთებად იყენებს.