ავტორი:

"თახვი": უკრაინის "საიდუმლო იარაღი", რომელიც მოსკოვის ცათამბჯენების რისხვად იქცა - "ისინი კიევის მთავარ შურისმაძიებელ ბერკეტებს წარმოადგენდნენ"

"თახვი": უკრაინის "საიდუმლო იარაღი", რომელიც მოსკოვის ცათამბჯენების რისხვად იქცა - "ისინი კიევის მთავარ შურისმაძიებელ ბერკეტებს წარმოადგენდნენ"
  • ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

უკრაინამ საიდუმლოების ფარდა თითქმის ერთდროულად ახადა აქამდე ძალზე გასაიდუმლოებულ, თავისი შეიარაღების ორ სისტემას, რომლებიც ოფიციალური კიევის მთავარ შურისმაძიებელ ბერკეტებს წარმოადგენდნენ და წარმოადგენენ აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლაში...

ესენი არიან საჰაერო და საზღვაო კამიკაძე დრონები, რომლებითაც სისტემატურად იბომბება მოსკოვის ცენტრი და ხორციელდება შეტევები რუსულ სამხედრო ხომალდებზე, შავ ზღვაში.

3 მაისიდან მოყოლებული, როდესაც ორმა კამიკაძე-დრონმა ღამისეული საჰაერო შეტევები განახორციელა რუსეთის უმთავრეს ცენტრზე - კრემლზე, ყველას აინტერესებდა, თუ როგორც ახერხებდნენ უკრაინიდან აფრენილი დრონები მოსკოვამდე არანაკლებ 450 კმ-ის გადალახვას და რას წარმოადგენდნენ ისინი...

მოსკოვის გარეუბანზე ერთ-ერთი საჰაერო თავდასხმის დროს, როდესაც უკვე გათენებული იყო, ერთმა თვითმხილველმა მოახერხა მობილური ტელეფონის ვიდეოკამერაზე ორიოდე წამით დაეფიქსირებინა მისი კორპუსის თავზე დამახასიათებელი ხმით გადამფრენი დრონი - სტოპკადრში გამოჩნდა, რომ ამ საფრენ აპარატს „იხვის“ კონფიგურაცია ჰქონდა (როდესაც ჰორიზონტალური ფრთასხმულობა ფრთის წინაა გამოტანილი) და ფიუზელაჟის ბოლოში შიდაწვის ძრავა ეყენა პროპელერით...

და მხოლოდ ოთხი თვის თავზე უკრაინელები აქვეყნებენ ამ საიდუმლო კამიკაძე-დრონის ფოტოებს, რომელსაც „თახვი“ დაარქვეს და რომელიც უნდა იქცეს ირანულ/რუსული „შაჰიდ/გერანის“ საპირწონედ დრონების ომში.

უკრაინული „თახვის“ ფრთაგაშლილობა 3 მ-მდეა და მისი აფრენა მცირე ზომის შასის გამოყენებით 150-200 მ-ის გარბენის შემდეგ ხდება, განსხვავებით ირანული „შაჰიდისგან“, რომლის სტარტი რაკეტული ამაჩქარებლით ხორციელდება და ამიტომაც მას აღარ სჭირდება შასი, ხოლო "თახვისთვის“ ეს სამწერტილიანი შასი დამატებით წინააღმდეგობად იქცევა შორს მანძილზე ფრენისას და მის რადიოლოკაციურ შემჩნევადობასაც მცირედით ზრდის.

„თახვი“, ისევე, როგორც „შაჰიდი“, ათას კმ-ზე შორს მიფრინავს, დაახლოებით, 150-170 კმ/სთ სიჩქარით და მათი მართვა ინერციული და თანამგზავრული ნავიგაციის საშუალებით ხდება ანუ მათ ოპერატორი დისტანციურად კი არ მართავს, არამედ - სტარტის წინ მათი მართვის სისტემაში იტვირთება ელექტრონული რუკა წინასწარ განსაზღვრული ფრენის მარშრუტით, სამიზნეზე ზუსტად გასასვლელად.

შესაბამისად, მათი მართვის პროცესში რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩარევა ძალიან რთულია - მართალია, შესაძლებელია GPS-ს ნავიგაციის დროებით ჩახშობა, მაგრამ ამ დროს დრონის მართვა ინერციული სისტემით (ჰიროსკოპების საშუალებით) გრძელდება, რაზეც არ მოქმედებს ყველაზე მძლავრი, მიმართული რადიოტალღების „დასხივებაც“ კი (უკრაინულ „თახვს“,რომ ინერციული ნავიგაციის სისტემაც უყენია, მიუთითებს მისი ცხვირის ნაკვეთურში არსებული „პიტოს მილი“ - ჰაერმიმღები მილი, ბარომეტრული ხელსაწყოებით ფრენის სიჩქარისა და სიმაღლის გამოსათვლელად)...წაიკითხეთ სრულად