ავტორი:

"სადაც ღარიბაშვილი ჩავა, იმ  ქვეყნის მტრულ სახელმწიფოდ გამოცხადება, აბსურდია... სხვათაშორის, ბევრი მნიშვნელოვანი ობიექტი ყაზახებს წინა ხელისუფლებამ მიჰყიდა" - რომან გოცირიძე

"სადაც ღარიბაშვილი ჩავა, იმ  ქვეყნის მტრულ სახელმწიფოდ გამოცხადება, აბსურდია... სხვათაშორის, ბევრი მნიშვნელოვანი ობიექტი ყაზახებს წინა ხელისუფლებამ მიჰყიდა" - რომან გოცირიძე

პოლიტიკოსი რომან გოცირიძე იმ პოლიტიკოსებს პასუხობს, რომლებიც პრემიერს ჩინეთსა და ყაზახეთში ვიზიტისა და ამ ორ ქვეყანასთან გარკვეული თანამშრომლობის გამო აკრიტიკებენ.

გოცირიძე თვლის, რომ ყველა პროექტის "პრორუსულად" წარმოჩენა არასწორია.

"სადაც ღარიბაშვილი ჩავა, ის ქვეყანა ლამის მტრულ სახელმწიფოდ გამოაცხადო, არის აბსურდი. ახლა ყაზახეთია რიგში. სხვათაშორის, ბათუმის პორტი, კავშირგაბმულობა (“სილკნეტი”) და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ობიექტი ყაზახებს წინა ხელისუფლებამ მიჰყიდა და სწორედ მაშინ მოხდა ამ ქვეყანასთან ურთიერთობების გაღრმავება (პრეზიდენტი ნაზარბაევიც იყო საქართველოში).

მეორე სუნთქვა გაეხსნა ყაზახეთ-აზერბაიჯან-საქართველოს ტრასას, რომელიც თავის მხრივ, ე. წ. “აბრეშუმის გზის” ნაწილია და ახლა ესენიც “პრორუსულ” პროექტად წარმოაჩინო, მაშინ როცა სინამდვილეში რუსულის ალტერნატივაა, არის სისულელე.

პოლიტიკოსებიც ხომ ტელეკომენტატორებად იქცნენ, ნაცვლად იმისა, რომ თავად ქმნიდნენ პოლიტიკურ დღის წესრიგს" - წერს გოცირიძე.

წაიკითხეთ ასევე: