ავტორი:

მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

თბილისში, მტკვარში სამაშველო სამსახური ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი გალაკტიონის ხიდიდან გადახტა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამაშველო სამსახური ადგილზე შეტყობინებისთანავე გავიდა. მათივე განმარტებით, ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.