"დღეს საქართველოში ვერც ერთი მაღალჩინოსანი, თუნდაც პრემიერ - მინისტრი იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, ვერ გაბედავს იმას, რომ ბიუჯეტიდან დააფინანსოს საყვარლები, საკუთარი თავის მასაჟი, ქალბატონების ჩამოყვანით", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
ამასთან, კალაძეს კითხვა დაუსვეს პრემიერ-მინისტრის მეუღლის აქსესუარებთან დაკავშირებით, რომელთა ღირებულება ჟურნალისტის ინფორმაციით, პრემიერის შემოსავალს აღემატება.
კალაძის შეფასებით, აღნიშნული კითხვა არასერიოზულია.
"ბევრი მაღალჩინოსანი ვიცი, რომელთაც წარმატებული, ძალიან ნიჭიერი შვილები ჰყავთ, მაგრამ ეს ვერ იქნება საბაბი იმისა, რომ ბიუჯეტიდან აიღოს ფული ვინმემ და თავისი შვილის სწავლა დააფინანსოს", - განაცხადა კალაძემ.