ავტორი:

6 ადამიანი, რომელთაც ვერ უკავშირდებოდნენ, უკვე კავშირზე არიან - შსს-ს ორმა ვერტმფრენმა ევაკუაციის პროცესი განაახლა: ბოლო ცნობები რაჭიდან

6 ადამიანი, რომელთაც ვერ უკავშირდებოდნენ, უკვე კავშირზე არიან - შსს-ს ორმა ვერტმფრენმა ევაკუაციის პროცესი განაახლა: ბოლო ცნობები რაჭიდან

სტიქიის ზონიდან ორი ვერტმფრენის საშუალებით მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი უკვე განახლდა. ვერტმფრენები სტიქიის ზონაში ცოტა ხნის წინ გაფრინდნენ. მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში რჩებოდნენ და მუშაობდბენ მეხანძრე-მაშველები და პოლიციის თანამშრომლები.

უახლესი ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში 6 ადამიანი, რომელთაც ვერ უკავშირდებოდნენ, უკვე კავშირზე არიან.

ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, სტიქიის ადგილას ამ დროისთვის 150-მდე მაშველი რჩება.

“არიან ადამიანები, რომლებსაც ვერ ვუკავშირდებით, დაახლოებით 50-მდე ადამიანი იყო, თუმცა უახლესი ინფორმაცია არის ის, რომ 6 ადამიანი, რომელსაც ვერ ვუკავშირდებოდით, უკვე კავშირზეა და უსაფრთხოდ არიან. ეს პროცესი გრძელდება, მიუხედავად ღამის საათებისა, 150 მაშველი იმყოფება უშუალოდ სტიქიის არეალში სამძებრო სამუშაოების განსახორციელებლად”,- განაცხადა ქარსელაძემ.

  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეიქმნა ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.

უწყება მოუწოდებს მოსახლეობას, თუ ფლობენ ინფორმაციას დაკარგული პირების შესახებ დაუკავშირდნენ ნომერზე: 598 913 089.

წაიკითხეთ ასევე: