სტიქიის ზონიდან ორი ვერტმფრენის საშუალებით მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი უკვე განახლდა. ვერტმფრენები სტიქიის ზონაში ცოტა ხნის წინ გაფრინდნენ. მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში რჩებოდნენ და მუშაობდბენ მეხანძრე-მაშველები და პოლიციის თანამშრომლები.
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ მეწყერის ზონაში ჩარჩენილი კიდევ რამდენი ადამიანი მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს, მათ შორის არიან ბავშვები.
შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი პირის ცხედარია ნაპოვნი. შსს-ს ცნობით, 70 ადამიანი სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში 150-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზე იმყოფება მეხანძრე-მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეიქმნა ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.
უწყება მოუწოდებს მოსახლეობას, თუ ფლობენ ინფორმაციას დაკარგული პირების შესახებ დაუკავშირდნენ ნომერზე: 598 913 089.
წაიკითხეთ ასევე: