ავტორი:

"ახლახან ქალისა და ბავშვის ცხედრები იპოვეს... უკვე 6 მიცვალებულია ნაპოვნი, უმეტესობა ქალები არიან" - რას ჰყვება სტიქიის ადგილზე მყოფი მოქალაქე?

"ახლახან ქალისა და ბავშვის ცხედრები იპოვეს... უკვე 6 მიცვალებულია ნაპოვნი, უმეტესობა ქალები არიან" - რას ჰყვება სტიქიის ადგილზე მყოფი მოქალაქე?

ტრაგედია დატრიალდა რაჭაში, სადაც მეწყერმა ამ დროის მონაცემებით, 6 ადამიანი იმსხვერპლა. ამ დრომდე მიმდინარეობს დაკარგულების სამძებრო ღონისძიებები.

როგორც AMBEBI.GE-ს სტიქიური უბედურების ადგილზე მყოფი სოფელ გლოლას მკვიდრი უყვება, გარდაცვლილებს შორის უმეტესობა ქალია.

"მაშველები თანდათან პოულობენ გარდაცვლილთა ცხედრებს. უკვე 6 მიცვალებულია ნაპოვნი, უმეტესობა ქალები არიან. სულ ახლახან ქალისა და ბავშვის ცხედრები იპოვეს. 30-მდე დაკარგულს კი ეძებენ. საშინელი სანახავია ეს ყველაფერი" - გვიყვება ადგილობრივი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, მიწის მასა ძალიან დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი, რის გამოც მაქსიმალურად ფრთხილად მუშაობენ.

"დილის 06:30 საათიდან დავიწყეთ ვერტმფრენებით იმ ადამიანების ეპიცენტრიდან გამოყვანა, რომელიც გუშინ უსაფრთხო ადგილებში მობილიზებული გვყავდა. დღეს 140 ადამიანი გამოვიყვანეთ. ყველა ეპიცენტრში შესულები ვართ. სადაც კოტეჯები არსებობდა, იქ ფაქტობრივად, არაფერი არის. არის კოტეჯების ფრაგმენტები. ჯერჯერობით, იმ ადგილებამდე ვერ მივედით იქიდან გამომდინარე, რომ მიწის მასის ძალიან სქელი ფენაა და მეხანძრე-მაშველები ეფლობიან. სწორედ ამიტომ ხდება ახლა ტექნიკის შეყვანა, რომ გზა გაიჭრას და იქამდე მივიდეთ“,-განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

წაიკითხეთ ასევე: