ავტორი:

"ვინც ღამით მთებში შვეულმფრენების გაგზავნას ითხოვდა, ვერ ერკვევა ფრენების უსაფრთხოების წესებში" - მეწყერი რაჭაში და სამაშველო შვეულმფრენების "დაფასება" გაჭირვებისას

"ვინც ღამით მთებში შვეულმფრენების გაგზავნას ითხოვდა, ვერ ერკვევა ფრენების უსაფრთხოების წესებში" - მეწყერი რაჭაში და სამაშველო შვეულმფრენების "დაფასება" გაჭირვებისას
  • ირაკლი ალადაშვილი ბლოგი

ჩვენმა საქართველომ კვლავ შეგვახსენა, რომ რამდენად ულამაზესია მისი მთაგორიანი რელიეფი და ბუნება, იმდენად დიდ პოტენციურ საფრთხეს შეიცავს მდინარეების ადიდება და მეწყრების ჩამოწოლა...

შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს 4 აგვისტოს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, 6 პირის ცხედარია ნაპოვნი. 70-მდე ადამიანი სტიქიის ზონიდან 3 აგვისტოს საღამოს შვეულმფრენის სამი რეისით უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს, ხოლო 4 აგვისტოს დილის 6 საათიდან ორმა შვეულმფრენმა 9 რეისით დამატებით კიდევ 140-მდე ადამიანი გამოიყვანა სტიქიის ზონიდან სამშვიდობოზე, თუმცა რამდენიმე ადამიანის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება და მათ ძებნას მაშველები ადგილზე აგრძელებენ...

ფაქტია, რომ მეწყრის ზონიდან სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენების ეკიპაჟების მიერ საერთო ჯამში (4 აგვისტოს დილის 9 სთ-ისთვის) 210-მდე ადამიანია ევაკუირებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, გაისმის მკაცრი კრიტიკა იმის თაობაზე, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს და ქვეყანას შვეულმფრენები არ ჰყავს, ყველა დაყიდეს და გაჭირვებაში ჩავარდნილ მოქალაქეებს არავინ ეხმარებაო...

ამ ბლოგის ავტორი მთავრობის დამცველად რომ არ გამოდგება(ნებისმიერი მთავრობის), ჩემი სტატიების დიდი ხნის მკითხველს,კარგად მოეხსენება,მაგრამ როდესაც შავზე ამბობენ თეთრიაო და პირიქით,ძნელია გაჩერება და არ თქმა...

დიახ, შვეულმფრენების პარკის სიდიდისა და გამართულობის პრობლემა დიდი ხანია დგას და ოც წელზე მეტია ამაზე ვწერ,რომ საქართველოსნაირ მთაგორიან ქვეყანას აუცილებლად სჭირდება სამაშველო შვეულმფრენების არანაკლებ ორი საჰაერო ბაზა,ერთი აღმოსავლეთ და ერთიც დასავლეთ საქართველოში,რომ ოპერატიულად მოხდეს რეაგირება მთებში ზვავისა თუ მეწყრის ჩამოწოლისას ან ზღვაზე შტორმისას, ადამიანების სასწრაფო ევაკუაციის განსახორციელებლად...

მაგრამ,სრული უტიფრობა და დაუნახაობაა, როდესაც შოვის მაღალმთიანი რაიონიდან მესაზღვრეების შვეულმფრენების ეკიპაჟებს დიდი რისკის ფასად გამოჰყავთ ადამიანები და მათგან დამატებით კატეგორიულად მოითხოვო, ღამით რატომ აჩერებთ სამაშველო ფრენებს,სასწრაფოდ გაფრინდითო...წაიკითხეთ სრულად