ავტორი:

პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს, სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან კომუნიკაციაში ჩაერთოს, თუკი შოვში მომხდარი ტრაგედიის სალიკვიდაციო სამუშაოებში უცხო ქვეყნების დახმარება გახდება საჭირო

პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს, სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან კომუნიკაციაში ჩაერთოს, თუკი შოვში მომხდარი ტრაგედიის სალიკვიდაციო სამუშაოებში უცხო ქვეყნების დახმარება გახდება საჭირო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, მთავრობასთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან კომუნიკაციაში ჩაერთოს, თუკი შოვში მომხდარი ტრაგედიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მათი დახმარება გახდება საჭირო.

შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა ბრიფინგზე გააკეთა. მისივე განმარტებით, აღნიშნული ტრაგედიის წინაშე ყველა ერთად უნდა დავდგეთ.

"მინდა მადლობა მოვახსენო ჩვენს ყველა პარტნიორ ქვეყანას. მათ დღეს უკვე სოლიდარობა გამოაცხადეს ჩვენს საზოგადოებასთან ერთად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პრემიერისგან მოვისმინე, რომ ჯერ არ ვთვლით საჭიროდ სხვა ქვეყნების, სხვა პარტნიორების დახმარებას. თუ ეს საჭიროება გამოჩნდა, მზად ვარ, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან დაკავშირებაში თუ ჩემი როლი საჭირო გახდა, ამაშიც მონაწილეობა მივიღო. ჩვენ ამ ძალიან დიდი ტრაგედიის წინაშე ვართ ერთად და ვიქნებით ერთად“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.