ავტორი:

"შემოვლითი გზით გადავიდნენ შოვში, იქ ჩარჩენილი ადამიანების დასახმარებლად" - ძმები, რომლებიც მაშველებს ეხმარებიან და ადამიანების გადარჩენას ცდილობენ

"შემოვლითი გზით გადავიდნენ შოვში, იქ ჩარჩენილი ადამიანების დასახმარებლად" - ძმები, რომლებიც მაშველებს ეხმარებიან და ადამიანების გადარჩენას ცდილობენ

მთასვლელთა და მოგზაურთა კლუბი "თეთნულდი" ძმებ მაცაბერიძეების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სოფელ ველევის მაცხოვრებელი ძმები შოვში, მეწყრის შემდეგ ადამიანების სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობენ

"ძმები გიორგი და თორნიკე მაცაბერიძეები, სოფელ ველევიში ცხოვრობენ, ეს ბიჭები ჩვენი კლუბის საამაყო მეგობრები არიან.

გუშინ (03/08/2023) შემოვლითი გზით გადავიდნენ შოვში, იქ ჩარჩენილი ადამიანების დასახმარებლად, დღეს მთელი დღეა ეხმარებიან სამაშველო ოპერაციაში ბიჭებს.

ძალიან საამაყოა როცა ასეთი ადამიანებით შედგება ჩვენი საყვარელი საქართველო და აუცილებლად დასაფასებელია ყველა ასეთი ინიციატივავ", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.