მარიტა გუტაშვილი შოვში ჩამოწოლილ მეწყერს გადაურჩა, მაგრამ ის ამ დრომდე ვერ უკავშირდება ოჯახის წევრებს. მეწყრის შემდეგ დაკარგულები არიან მარიტას ძმა, და, დეიდა, ორი დეიდაშვილი, ბიძაშვილი სამი შვილით.
მარიტა სოციალურ ქსელში დაკარგულების ფოტოებს აქვეყნებს - "ვინმემ დამიბრუნეთ ჩემები", - წერს ის.
მარიტა გუტაშვილი ონის მუნიციპალიტეტის მერიას და სხვადასხვა საჯარო პირებს მიმართავს:
"კაბინეტენში სხედხართ მაინც და გეგმა ჩამომიწერეთ, როგორ გავაგრძელო ცხოვრება ამის მერე. მარტო მე ვრჩები ოჯახიდან ცოცხალი", - წერს მარიტა.

ცნობისთვის, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. იქ მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.