ავტორი:

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, იმედოვნებს, რომ ვლადიმერ პუტინი ამ თვეში ანკარას ეწვევა

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, იმედოვნებს, რომ ვლადიმერ პუტინი ამ თვეში ანკარას ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მაინც იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამ თვეში ანკარას ეწვევა, რადგან თურქეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენაზე მუშაობას აგრძელებს.

მისივე თქმით, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მოლაპარაკებებს რუსულ მხარესთან. იმედი მაქვს, ვიზიტი აგვისტოში შედგება“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ეთანხმება რუსეთის პოზიციას, რომლის თანახმად, რუსეთი, ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე, მზად არის შემცირებული ფასებით მიაწოდოს მარცვლეული ღარიბ ქვეყნებს.