ავტორი:

"ტრაგედიამდე 4 დღით ადრე შოვში ვიყავი, ჩემი სოფლიდან 60 კილომეტრშია... საშინელება დატრიალდა" - რას ჰყვება რაჭიდან ონისე ონიანი?

"ტრაგედიამდე 4 დღით ადრე შოვში ვიყავი, ჩემი სოფლიდან 60 კილომეტრშია... საშინელება დატრიალდა" - რას ჰყვება რაჭიდან ონისე ონიანი?

რაჭაში, ხშირად არის, წელიწადში სამი თვე... რაჭაში დაიბადა, ბავშვობა იქ გაატარა. როდესაც სკოლიდან სამთვიანი არდადეგები იწყებოდა, მთელი ოჯახი მიდიოდა დასასვენებლად. ახლაც დგას იქ სახლი, სადაც მთელი მისი ბავშვობის მოგონებებია...

"ეს გახლავთ ამბროლაურის რაიონი, სოფელი – სადმელი, რომელიც ალბათ ყველაზე ულამაზესია მსოფლიოში... - ნიკორწმინდა, ბარაკონი, წმინდა გიორგის ეკლესია, შოვი, უწერა - რას არ ნახავს და ისიამოვნებს აქ ადამიანი. ამიტომაც ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილია... სხვათა შორის, ვინც კი ჩემთან სტუმრად ჩამოდის, ყველა მეორედ ან მესამედ მოდის, რადგან ძალიან უხარიათ აქ ჩამოსვლა. მოგეხსენებათ რაჭა ერთ-ერთი ულამაზესია მხარეა საქართველოში“- გვითხრა წლების წინ ცნობილმა მსახიობმა ონისე ონიანმა... მსახიობი ახლაც რაჭაში იმყოფება, ოთხი დღის წინ კი შოვს სტუმრობდა...

ონისე ონიანი უმძიმესი ტრაგედიით გამოწვეულ მწუხარებაზე რაჭიდან გვესაუბრა...

- აბა რა უნდა ვთქვა, საშინელება დატრიალდა, დიდი ტრაგედიაა, არ ვიცი სიტყვებს ვერ ვპოულობ, ძალიან მტკივა და მაწუხებს ეს უბედური ამბავი, ყველა ოჯახს ვუსამძიმრებ და არამარტო ოჯახს, მთელს საქართველოს. ასეთი დიდი ტრაგედია არ ახსოვს რაჭას...

- რაჭაში იმყოფებით?

- დიახ, აქ ვარ და ტრაგედიამდე 4 დღით ადრე შოვში ვიყავი. თითქოს სიმშვიდე იყო, მაგრამ აი, არ ვიცი რა ვთქვა.. შოვი ჩემი სოფლიდან 60 კილომეტრშია და დიახ, შოვს ხშირად ვსტუმრობდი.

- რას ამბობს ადგილობრივი მოსახლეობა, ყველაფერი სათანადოდ კეთდება?

- თავს არავინ იზოგავს, ვისაც როგორ შეუძლია, ისე ეხმარებიან ერთმანეთს...

- თქვენ მთებშიც ხშირად ადიოდით... ტყე უმოწყალოდ იჩეხებოდა, რაჭას ყურადღება აკლდაო, მართლაც ასე იყო?

- მთაშიც ვიყავი ასული, კერძოდ გონაში... ასე ერთი შეხედვით თითქოს არ შეიმჩნევა ტყის ჩეხვა, მაგრამ... სიმშვიდე იყო, ხალხს მშვიდი და ბედნიერი სახეები ჰქონდა... დავათვალიერე კიდევ ერთხელ შოვის თვალსაჩინო ადგილები, ულამაზეს ტყეში გავედით, ცოტა შევისვენეთ, დავტკბით იქაური ხედებით და დავბრუნდით სახლში. გული მტკივა, რომ სტიქიამ ასე გაანადგურა ხალხი და მთელი შოვი....

წაიკითხეთ ასევე: